ბრიტანეთის პრინცესა ანა და THE CROWN-ის ანა, რა ვიცით მათ შესახებ

პრინცესა ანა

პრინცესა ანა, ინგლისის დედოფალის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც ჯორჯ VI გარდაცვალებისა და ელისაბედის დედოფლად კურთხევის შემდეგ, ტახტზე პრედენტენტთა შორის მეორე ადგილზე იყო, ჩარლზის შემდეგ. თუმცა ამ დროისთვის პრინცესა მეთოთხმეტე ადგილზეა.

ბრიტანეთის პრინცესამ  საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა, რაც საკმაოდ რთულია როდესაც სამეფო ოჯახის წევრი ხარ და ათასერთი თვალისა და კამერის ქვეშ გიწევს ყოფნა. პრინცესა ანა 1976 წელს ოლიმპიურ თამაშებში ინგლისის ცხენოსნობის გუნდის წევრიც კი იყო, ხოლო 2012 წელს ვერცხლის მედალი აიღო ლონდონში გაამრთულ ოლიმპიურ თამაშებში. ცხენების მიმართ სიყვარულში ანა დედას, დედოფალ ელისაბედ II დაემსგავსა, რომელიც ცნობილია ცხენებისა და კორგის ჯიშის ძაღლების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით. 

პრინცესა ანა უინძორი

პრინცესა ანა, სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე შრომისმოყვარე წევრია, ის ასევე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო აქტივობებში. ანა, ზამბიის პრეზიდენტმა 1990 წელს, მშვიდობის ნობელის პრემიაზეც კი წარადგინა მისი საქველმოქმედო საქმიანობის გამო. პრინცესა ორგანიზაციაში Save the Children აქტიურად იყო ჩართული. პრინცესა ახლაც უწევს პატრონაჟს ამ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოს ირგვლივ, ბაშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს. 

პრინცესა ანა, მამის მსგავსად, მახვილი გონებითა და ბასრი ენით გამოირჩევა

ანა უინძორი

აღსანიშნავია რომ პრინცესა ანამ უარი თქვა საკუთარი შვილების ტიტულებზე, რათა მათ ნორმალური ცხოვრება ქონოდათ. ერთ-ერთ ინტერვიუში პრინცესა აღნიშნავს, რომ ტიტულს სიკეთეებზე მეტი ნაკლოვანებები აქვს, რომ მის შვილებს ტიტულების გარეშე უფრო მარტივი ცხოვრება ექნებათ. 

გახმაურებულ ტელესერიალში The Crown პრინცესა ანას როლი 28 წლის მასხიობმა ერინ დოჰერტიმ შეასრულა. The Crown-მდე თეატრის მსახიობს, რომელიც Bristol Old Vic-ის თეატრალური სკოლის კურსდამთავრებულია, მცირე როლები ჰქონდა შესრულებული BBC-ს სერიალებში, მათ შორის Les Misérables და Call the Midwife. შეიძლება ითქვას, რომ ანას როლი ერინისთვის ერთგვარ ტრამპლიდან იქცა.

მსახიობი აღნიშნავს, რომ მისთვის პრიცნესა ანას როლი ერთგვარი გამოწვევა იყო, ის შეეცადა სრულად შეესწავლა საკუთარი პერსონაჟი, ვინაიდან იმ ადამიანის გასნახიერება, ვინც რეალურია და ცოცხალი, ერთიორად ზრდის პასუხისმგებლობას. ერინი საათობით უყურებდა იუთუბზე პრინცესას გამოსვლებს, რათა მათი ხმა და აქცენტები დამთხვეოდა ერთმანეთს. ხმა, რომელიც გვესმის სერიალში, არაფერი საერთო აქვს მსახიობის რეალურ ხმასთან, ეს დოჰერტის მრავალსაათიანი ვარჯიშის შედეგია.

 

ზევით