#მოდა

როგორ იქცა 90-იანების „ძველი ბიჭების“ რჩეული ქუდი 2021 წლის მთავარ ტრენდად?!

გაზიარება:

გუბაზა და გუბაზიჩა (ამას მხოლოდ მილენიალები გაიგებენ) ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი სრულიად „ძველბიჭური“ და პრაქტიკული არჩევანი ერთ დღესაც პოდიუმზე მოსიარულე „მაგარი“ გოგოების თავებზე აღმოჩნდებოდა. 

დარდუბალა, გუბაზა და გუბაზიჩა, პანამა

Bucket Hat-ის (90-იანების საქართველოში პანამის სახელით ცნობილი ქუდი) ისტორია 1900-იან წლებში, ირლანდიელი მეთევზეებისა და ფერმერების წრეში დაიწყო, რომლებიც უცნაური ფორმის ქუდს წვიმისაგან დაცვის მიზნით იყენებდნენ.

ირლანდიელი მეთევზე, პანამა, bucket hat

მისი Fashion story კი სათავეს 60-იან წლებში იღებს, როდესაც ფუნქციური თავსაბურავი მოდურ აქსესუარად გადაიქცა, 80-იანი წლების დასაწყისში კი ჰიპ-ჰოპ არტისტების კრეატიულ თავებზე აღმოჩნდა.

LL Cool J, bucket hat

ბევრი ზემოხსენებული ქუდის პოპულარობას ამერიკელ რეპერს - Big Bank Hank-ს მიაწერს, თუმცა მეტწილად ეს უკანასკნელი 80-იანი წლების ბოლოდან LL Cool J-ისგან 2000-იანების დასაწყისიდან კი თვით Jay Z-გან გვახსოვს.

Jay Z, bucket hat, პანამა

Bucket Hat-ის ერა საუკუნის დასაწყისში დასრულდა. ზემოხსენებული ტრენდის დაბრუნებას 2005 წელს მიუჩია პრადა შეეცადა, როდესაც დიზაინერმა კოლექციაში ფარჩევანგის ბუმბულებით გაფორმებული ქუდები გამოიყენა. ათიოდე წლის შემდეგ კი რიანას ახლო მეგობარმა - მელისა ფორდმა Bucket Hat-ების კოლექცია შექმნა, რომელშიც რირი არა ერთხელ გვინახავს.

რიანა, bucket hat, პანამა, ქუდი

საბოლოოდ ცნობილი ქუდის მასობრივი ატაცება 2018 წელს მოხდა, როდესაც მოდის წამყვანმა სახლებმა რატომღაც ერთდროულად გადაწყვიტეს თავის დროზე ჰიპ-ჰოპ არტისტების საყვარელი თავსაბურავის გაცოცხლება. Prada, Miu Miu, Michael Kors, თუ სხვა დიზაინერები 90-იანების შემდეგ მივიწყებულ აქსესუარს დღემდე აქტიურად იყენებენ.

bucket hat, runway, პანამა

გარდა ამისა, ქუდს Hollywood-ელ ვარსკვლავებს შორის უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. მათ შორისაა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი ბილი აილიში, რომელიც Bucket Hat-ების მთელ კოლექციას ფლობს.

ბილი აილიში, ქუდი, პანამა, bucket hat

P.s იმედს ვიტოვებთ, რომ გუბაზიჩას საყვარელი ქუდის შემდეგ გუბაზას რჩეული „კენგოლის“ ჯერი არ მოვა.

ზევით