#სილამაზე

რა როლი ენიჭება C ვიტამინს სახის კანის მოვლის რუტინაში?

გაზიარება:

კანის მოვლის სამყაროს თავისი რჩეულები ჰყავს, თქვენ შესაძლოა არაერთი ჯადოსნური პროდუქტიც შესახებ გსმენიათ, რომლებიც თქვენი სახის კანის გასხივოსნებას, გაახალგაზრდავებას და გალამაზებას უწყობენ ხელს, თუმცა არაფერი შეედრება C ვიტამინს, რომლის შესახებაც დღეს უნდა ვისაუბროთ.

La Roche Posay ვიტამინ C შრატი

ყიდვა

რა არის C ვიტამინი?

C ვიტამინი ჩვენი ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით სახის კანისთვის, ერთ-ერთი აუცილებელი ნივთიერებაა, რომლის გამომუშავებაც ჩვენს სხეულს დამოუკიდებლად, სამწუხაროდ, არ შეუძლია. ძლიერი ანტიოქსიდანტი ბუნებრივად გვხვდება ხილსა და ბოსტნეულში, მათი ხელოვნური წარმოება კი სახის მოვლის საშუალებებში: დამატენიანებელ საცხებში, ტონერებსა და ყველაზე ხშირად შრატებშია გავრცელებული.

Elizabeth Arden - ელიზაბეტ არდენი შრატი კერამიდებით ვიტამინი C

ყიდვა

ყველაზე პოპულარული ანტიოქსიდანტი იცავს კანს მზის მავნე გამოსხივებისგან, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, აქრობს შავ ლაქებს და ანიჭებს ჩვენს კანს ბუნებრივ ბზინვარებას - რა შეიძლება ვინატროთ მასზე უკეთესი?

Esthederm - ესტედერმი INTENSIVE VITAMINE C სახის კრემი

ყიდვა

როდის გამოვიყენოთ C ვიტამინი?

ერთ-ერთი სადავო საკითხო C ვიტამინის შესახებ სწორედ ეს შეკითხვა გახლავთ, კანის მოვლის სპეციალისტთა ნაწილი C ვიტამინის დილის რუტინაში გამოყენებას უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი ღამის რუტინაში. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა როდის გამოიყენებთ C ვიტამინით გაჯერებულ პროდუქტებს (რადგან შეცდომას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებთ), დილის თუ ღამის რუტინაში, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ ის, რომ მისი გამოყენება ბენზოილის პეროქსიდთან ერთად არ არის მიზანშეწონილი, ხოლო დღის რუტინაში C ვიტამინთან ერთად აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი.

Missha - მისშა VITA C ნაკრები

ყიდვა

როდიდან დავიწყოთ C ვიტამინის გამოყენება?

გამომდინარე იქიდან, რომ C ვიტამინს ჩვენი სხეული ბუნებრივად ვერ გამოიმუშავებს, ის კი ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ვიტამინებით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას ადრეული ასაკიდანვე ვიწყებთ. როდესაც საქმე სახის კანის მოვლაში C ვიტამინის პროდუქტის ინტეგრირებას ეხება, სპეციალისტები მის გამოყენებას ადრეულ 20-იანი წლებიდან გვირჩევენ. 

MISSHA - მისშა სახის კრემი ლაქების საწინააღმდეგო VITA C

ყიდვა

დღეს C ვიტამინის შემცველობით შრატების, ამპულების, საცხების თუ სხვა საშუალებების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ხელმისაწვდომი.

SVR - ესვიერი ვიტამინ C შრატი

ყიდვა

SVR - ესვიერი სახის კრემი ვიტამინი C BIOTIC

ყიდვა

ზევით