#დეკორი

კერი ბრედშოუს საკულტო აპარტამენტი AIrbnb-ზე 23$-ად გაქირავდება

გაზიარება:

23 წლის წინ, როდესაც ეკრანებზე პირველად გამოჩნდნენ, ყველაზე დახვეწილი, თავდაჯერებული, საქმიანი და დამოუკიდებელი მეგობრები: კერი, მირანდა, სამანტა და შარლოტა, ჩვენც მათი გიჟური თავგადასავლებისა და ისტორიების თანამგზავრებად ვიქეცით. ნიუ-იორკის ერთ მშვენიერ აპარტამენტში ვუსმენდით, თუ როგორ უყვარდებოდათ, როგორ ღალატობდნენ და ზოგჯერ ცრემლებითა და დიდი ტკივილით შორდებოდნენ კიდეც.

კერი ბრედშოუს საკულტო აპარტამენტი ნიუ-იორკში, ღია, ყველა გოგოსათვის საოცნებო გარდერობით, მყუდრო მისაღებით, ამბებით სავსე საძინებლებითა და იშვიათად ხილული სამზარეულოთი, მალე ჩვენს ნავსაყუდლადაც იქცა და ალბათ, სერიალის დასრულების შემდეგაც კი, როდესაც საკუთარი ინტერიერის შექმნაზე ვიყავით პასუხისმგებლები, კერის ბინის კომფორტულობის, მხიარულებისა და სიყვარულის რაღაც ნაწილის გადმოტანა ჩვენს რეალობაშიც ვცადეთ.

Sex and the City-ს გამოსვლიდან 23 წლის შემდეგ, AIrbnb-ებმა ლეგენდარული შოუს საიუბილეო თარიღის აღსანიშნად, გადაწყვიტა კერი ბრედშოუს ნიუ-იორკის აპარტამენტი 2 ღამით 23$-ად გააქირაოს. ჩელსის უბანში, ნოემბრის თვეში კერის განახლებულ სახლს იღბლიანი სტუმრები ეყოლება, რომლებიც შეძლებენ განახლებულ აპარტამენტში დაუვიწყარი დრო გაატარონ, სარა ჯესიკა პარკერის მიერ რჩეული სამოსი მოისინჯონ და ის სცენაც კი გააცოცხლონ, როდესაც კერი მეგობრების წინ გარდერობის თითოეულ ერთეულს ირგებდა.

AIrbnb-ების მიერ შემოთავაზებული აპარტამენტი კერი ბრედშოუს ორიგინალი საცხოვრებელი არ გახლავთ, მეტიც, ინტერიერი, რომელსაც სერიალში ვხედავდით გადასაღებ მოედანზე იყო აწყობილი, ექსტერიერი კი ვესთ ვილიჯში მდებარეობდა და თავის მხრივ უნიკალური ისტორია აქვს.

ზევით