#მოდა

CELINE-ს ვიტამინი C და გაზაფხული-ზაფხული 2022

გაზიარება:

ლაჟვარდოვანი სანაპიროს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის, ნიცის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას და სიმბოლოს ინგლისური სანაპირო (promenade des Anglais) წარმოადგენს. ეს სანაპირო ცნობილია დახვეწილი შენობა-ნაგებობით, განსაკუთრებით გამორჩეული კი, ნეოკლასიციზმის სტილის უმშვენიერესი ნიმუში - სასტუმრო Le Negresco-ს შენობაა. სწორედ ინგლისური სანაპიროს ანგელოზის ყურე (Baie Des Agnes) იქცა Celine-ს კრეატიული დირექტორის, ედი სლიმანის ინსპირაციად, დიზაინერმა ვიდეოც კი მიუძღვნა 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას. ფრანგული მოდის სახლის შოუ ანგელოზის ყურის ისტორიისაა და არქიტექტურის ერთგვარი ოდაა.

celine

სელინი

celine

12 წუთიანი ვიდეოს მეშვეობით, რომელსაც Can-ის სიმღერა „ვიტამინი C" ადევს საუნდტრეკად, Celine-ს მოდის სახლი ფრანგულ რივიერაზე გვამოგზაურებს. ვიდეოში მოდის სახლი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას ნიცის ისტორიული ნაგებობის ფონზე წარადგენს.

 

სლიმანის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში შეიმჩნევა მოდის სახლის ისტორიული, ფრანგული კლასიციზმის ხელწერა, თუმცა Celine-ს კრეატიული დირექტორი ცნობილია სპორტულ ტანისამოსის სიყვარულით, რაც მკვეთრად იკვეთება ამ კოლექციაშიც. 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულზე Celine-ს გოგო არის როგორც ნეობურჟუაზიულის, ასევე ტომბოის სტილის.

სელინი

celine

ზევით