#მოდა

წითელი ფერის მაგია - ზამთარი 20/21

გაზიარება:

წითელი ფერის ხსენებისას გოგოების ფიქრი ვალენტინოსკენ მიდის. და ეს ასეც არის, წითელ ფერს თავის ცხოვრებაში და კოლექციებში ლეგენდარულმა დიზაინერმა ვალენტინო გარავანიმ განსაკუთრებული ადგილი დაუთმო.

valentino red dress

ლეგენდის თანახმად, ერთხელ ერთ ახალგაზრდას, რომელსაც შემდგომ მოდის იმპერატორად შერაცხავდნენ, ბარსელონაში ოპერის წინ ძალიან მომხიბვლელი ქალბატონი დაეჯახა, რომელიც მთლიანად წითლებში იყო შემოსილი. ეს ახალგაზრდა ვალენტინო გარავანი გახლდათ, რომელიც წითლებში გამოწყობილი ქალბატონით მოინუსხა და მას თვალს ვერ აშორებდა. ამ დღემ დიდი გავლენა იქონია ვალენტინოს კარიერაზე და მისი მოდის სახლის ხელწერად სწორედ წითელი ფერი იქცა.

წითელი ფერი ძლიერ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. გასაკვირი არ არის რომ ის 2020-2021 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში დომინანტია. თუმცა, წითელი კაბა მარადიულია და არასოდეს გადის ტრენდიდან. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ყველა ქალის გარდერობს უნდა ამშვენებდეს მოკლე შავ კაბასთან ერთად.

ზევით