#მოდა

ცნობილი ადამიანების პირადი სტილისტები, რომლებსაც თვალი უნდა მივადევნოთ

გაზიარება:

წითელ ხალიჩაზე, მოდის კვირეულსა და ოფიციალურ მიღებებზე, ჩვენი საყვარელი სელებრითების შეუდარებელი სტილის მომენტებს მიღმა, პირადი სტილისტები იმალებიან, რომლებიც ამ საკულტო ლუქების შემოქმედებად უნდა მივიჩნიოთ.  სელენა გომესის პარიზული სილუეტებიდან დაწყებული, ადელის დახვეწილი საკონცერტო კოსტიუმებითა და ჰეილი ბიბერის Strawberry-Glaze ჩაცმულობით დამთავრებული, იმ 5 პირად სტილისტს წარმოგიდგენთ, რომლებიც ჩვენი საყვარელი ცნობილი ადამიანების სამოსს მიღმა დგანან.

1. ეინ უოლში

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Erin Walsh (@erinwalshstyle)

LA-ში დაფუძნებული ვარსკვლავების პირადი სტილისტი, სელენა გომესის უახლეს ლუქებზეა პასუხისმგებელი. უოლში მხარს ბუნებრიობისა და ინდივიდუალობის წინა ფლანგზე წამოწევას უჭერს და კლიენტების პიროვნებას სწორედ ამ მნიშვნელოვანი შტრიხით უსვამს ხაზს. სელენა გომესის ელეგანტური ჩაცმულობების გარდა, ეინ უოლში ასევე ენ ჰეთეუეისა და ეშლი პარკის თვალისმომჭრელი ლუქების ავტორია.

2. დანი მიშელი

ექსპერიმენტული, გლამურული ლუქებითა და ვინტაჟური ნოსტალგიით ცნობილი სტილისტი, დანი მიშელი, ახალი თაობის სტილის ხატებთან აქტიურად თანამშრომლობს. პირადი სტილისტის გრძელ სიაში ადგილს კენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი და ელზა ჰოსკი იკავებენ.

3. ემა ჯეიდ მორისონი

ყოფილი რედაქტორი და ამჟამად ცნობილი ადამიანების პირადი სტილისტი, ემა ჯეიდ მორისონი ქალურ სტილს ეთაყვანება და მისი შექმნისას ხშირად იყენებს ფერებთან და ქსოვილებთან თამაშის ხრიკებს. ემას კლიენტებს შორის როზი ჰანთინგთონ-უაიტლი, სოფია რიჩი და ემილი რატაკოვსკი არიან.

4. ჯეიმი მიზრაჰი

ალბათ დაგვეთანხმებით, თუ ვიტყვით რომ ჯენიფერ ლოურენსის სტილისა და იმიჯის რადიკალური ცვლილება არავის გამოგვპარვია. ემა ჯეიდ მორისონის გარდა, quiet luxury-ის დიდი თაყვანისმცემელი ჯეიმი მიზრაჰიც გახლავთ, რომელსაც სწორედაც ჯენიფერის უახლესი ლუქების უმეტესობა ეკუთვნის.

5. ენდრიუ მუკამალი

ბოლოს კი წარმოგიდგენთ ენდრიუ მუკმალს, რომელიც ბიზნესში უკვე წლებია წარმატებით მოღვაწეობს. ენდრიუს ბოლო დროს შექმნილ საუკეთესო ლუქებს შორის მარგო რობის ჩაცმულობები ერთიანდება, რომლებიც მსახიობმა Barbie-ს პრესტურის განმავლობაში უხვად მოირგო. 

ზევით