ცხოვრება მადონას სიტყვებით: „იოცნებეთ - ეს არასოდეს დაგავიწყდეთ“

გაზიარება:

შავგრემანი, მოკლეთმიანი როკ მომღერლიდან ჰოლივუდელ ლამაზმანამდე გარდასახვას ვერავინ ახერხებდა ისე, როგორც მადონა ლუისა ჩიკონე - პოპ სამყაროს ერთადერთი დედოფალი, რომელიც ტიტულს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დიდი სკანდალებით, პატივით, ეპატაჟითა და გრაციოზულობით ატარებს.

მადონა ატარებდა მსოფლიო ტურნეებს, ყიდდა რეკორდული რაოდენობის ალბომებს, იცვლიდა მუსიკალურ მიმართულებებს და მაინც, ყოველთვის რჩებოდა პოპის ერთადერთ დედოფლად, რომელსაც დღეს 63 წელი შეუსრულდა.

„ვფიქრობ, შეგვიძლია ვიყოთ გამომწვევი და მეამბოხე და ამავდროულად ძლიერი და პოზიტიური“

„ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია იმის შესახებ საუბრის რაც სურთ, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ისინი საწადელს ვერასოდეს აღწევენ“

„უმჯობესია იცხოვრო ერთი წელი ვეფხვივით, ვიდრე მთელი ცხოვრება ცხვრის ფორმაში გაატარო“

„იყავი ძლიერი, გჯეროდეს თავისუფლების და ღმერთის, შეიყვარე საკუთარი თავი, შეიცანი შენი სექსუალურობა, ყოველთვის გქონეს იუმორის გრძნობა, არასოდეს განსაჯო ადამიანები მათი რელიგიური შეხედულებებით, კანის ფერითა თუ სექსუალური ორიენტაციით, გიყვარდეს ცხოვრება და საკუთარი ოჯახი“.

„მე ვარსებობ, რადგან ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ყველას ერთი ფერის სისხლი გვიჩქეფს და თითოეულს გვსურს შევიყვაროთ და შეგვიყვარონ“

„იოცნებეთ - ეს არასოდეს დაგავიწყდეთ“

„მე ჩემ მიერ მიღებული კარგი და ცუდი გადაწყვეტილებების შედეგი ვარ“

„რთული ადამიანი ვარ, ამბიციური და ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრებაში, თუკი ეს ცუდ ადამიანად მაქცევს - მაშინ დაე იყოს ასე“

„არ მინდა მარტივი გზით სიარული, ეს გზა ზრდის საშუალებას არ მოგცემთ, ის არც ფიქრის დროს დაგიტოვებთ“

„ღარიბია ის ადამიანი, რომლის სიამოვნებაც სხვის ნებაზეა დამოკიდებული“

ზევით