„დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ პროექტის ფარგლებში იმერეთს ბლოგერები და ინფლუესერები სტუმრობენ

სამი დღის განმავლობაში იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის და 30 მილიონზე მეტი მაყურებლის ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული და ყოველივე ეს უპრეცედენტო პროექტ GET LOST WIZZAIR-ის (დაიკარგე Wizz air-თან ერთად) დამსახურებაა. რამდენიმე საათის წინ, აბუ დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი დაფრინდა, რომლის ბორტზეც 200 საერთაშორისო მედია წარმომადგენელი, ბლოგერი და ინფლუენსერი იმყოფებოდა, პროექტის წესების გათვალისწინებით, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ რომელი ქვეყნისკენ მიფრინავდა თვითმფრინავი.

28 აგვისტოს ჩათვლით 20 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელს ქუთაისი და იმერეთი უმასპინძლებთ, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ დაათვალიერონ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და გასტრო სახლები.

თანამედროვე სტანდარტების პროექტი ზუსტად არის გათვლილი მოულოდნელობის ეფექტსა და მოგზაურობის მოყვარულთა ემოციებზე. 

საერთაშორისო მედია წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა უკვე დაათვალიერეს ქუთაისის ცენტრალური ნაწილი, ასევე იმყოფებოდნენ ბაგრატის ტაძარში. დღესვე, ტურის ფარგლებში ესტუმრებიან მოწამეთასა და გელათის ტაძრებს.

პროექტის მიზანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციაა. პროექტით გათვალისწინებულია იმერეთის შესახებ სხვადასხვა ვიდეორგოლების გადაღება, რომელიც ინფორმაციასთან ერთად განთავსდება საერთაშორისო მედია პლატფორმებზე, გაზიარებული იქნება შერჩეული აპლიკანტების სოციალურ ქსელებში, რომელთა ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია.

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველოა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ განხორციელდა.

„დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტი ითვალისწინებს ინფო-ტურს, რომლის მონაწილეები გამომგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.

ზევით