DAVID KOMA-ს რეზორტ კოლექცია 2021

დევიდ კომა

David Koma-ს კოლექციები ყოველთვის ფემინური, გლამურული და სექსუალურია. ამჯერად დიზაინერის კოლექციაში სხვადასხვა კორსეტებს, თამამი ფერის ჟაკეტებს, ლატექსის შარვლებსა და კრისტალებით გაწყობილ კაბებს იხილავთ.

დევიდ კომახიძემ ახალი საკრუიზო კოლექცია ინგლისის ქალაქგარეთ, ლოკდაუნის პერიოდში შექმნა. კოლექციის შეძენა ბრენდის ოფიციალურ გვერდზე www.davidkoma.com  უკვე შესაძლებელია.

David Koma

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ლონდონის Central Saint Martins Art & Design კოლეჯის წარმატებით დამთავრებისთანავე, დევიდ კომახიძემ საკუთარი ბრენდი DΛVID KOMΛ დააფუძნა, ხოლო ბრენდის პირველი კოლექციის ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართა. მას შემდეგ მის კაბებში ისეთი ვარსკვლავები იწონებენ თავს, როგორებიც ბიონსე, კაილი მინოგი, რიანა, ლედი გაგა, დიტა ფონ ტიზი, მეგან ფოქსი, კამერონ დიაზი, ჯენიფერ ლოურენსი, სკარლეტ იოჰანსონი, სელენა გომესი, ემი ადამსი და ჯიჯი ჰადიდი არიან.

ზევით