დემნა გვასალიას კოლექცია სიმფსონებმა წარადგინეს

ქართველი დემნა გვასალია მსოფლიოს გაოცებას არ ეშვება. ყოველი მისი გამოჩენა, თუ ახალი კოლექციის წარდგენა აჟიოტაჟს იწვევს და პრესის წარმომადგენლებისა და მოდის მიმდევრების განხილვის მთავარ თემად იქცევა.

დემნა გვასალიამ ფრანგული ბრენდის Balenciaga SS'22 კოლექციის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მოაწყო და ამჯერად, შოუს წარსადგენად, არც მეტი და არც ნაკლები, სიმფსონების ოჯახი მოიწვია. გასაოცარია? სულაც არა! დღეს, ციფრულ სამყაროში, ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორს აღარც კი ვიცით ზუსტად სად გადის.

ანიმაციური ფილმის ჩვენება შატლეს თეატრში გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა წითელი ხალიჩა და ამ წითელ ხალიჩაზე პაპარაცების კამერების წინ თავს ცნობადი სახეები იწონებდნენ. 

თავად შოუს მოდელებმაც კი, სანამ დანარჩენ სტუმრებს სიმსპონების საყურებლად თეატრში შეუერთდებოდნენ, წითელი ხალიჩა გამოიარეს. 

 

 

საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ სიმფსონების ფილმში თავად დემნა გვასალიაც იღებს მონაწილეობაც ამერიკული VOGUE-ს რედაქტორ, ანა ვინტურთან ერთად. მოკლედ, ამ ბიჭს კრეატივთან პრობლემა ნამდვილად არ აქვს! 

 

ზევით