#მოდა

დენიელ როზბერიმ დისთვის Schiaparelli-ს ჯადოსნური საპატარძლო კაბა შექმნა

გაზიარება:

ელიზაბეტ ლიზ როზბერი და მაიკ დოილი ერთმანეთს 2014 წელს შეხვდნენ, 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2020 წლის იანვარში, Schiaparelli-ს დაუვიწყარი ჩვენებიდან სულ რაღაც 1 კვირაში, მაიკმა ლიზს ხელი სთხოვა, დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა და წყვილი დაინიშნა, თუმცა ნიშნობის ცერემონიიდან მალევე სამყაროს მსოფლიო პანდემია მოევლინა და ელიზაბეტსა და მაიკს სამომავლო ქორწილის გეგმების გადადება მთელი 2 წლით მოუწიათ, თუმცა როგორც თავად ლიზი აცხადებს, ამ პროცესმა ისინი გააძლიერა.

2-წლიანი დაგეგმვის, ყოველი დეტალის ხელახლა განხილვისა და ჯადოსნური დღის წარმოდგენის შემდეგ, ქორწილისთვის 2022 წლის 7 მაისი ჩაინიშნა. წლების განმავლობაში ლიზ როზბერიმ სახელი სანახაობრივი საქორწინო ცერემონიების მასპინძლობით გაითქვა, როდესაც საკუთარი ჯერი დადგა, მან ზუსტად იცოდა რისი გაკეთება სურდა ამ დღეს და რისი არა. ელიზაბეტმა უარი თქვა ტრადიციულ ცერემონიაზე.

ჩემი მთავარი მიზანი სტუმრების გართობა იყო, მსურდა მათ თავი ისე ეგრძნოთ, როგორც „ლიზისა და მაიკის ქორწილში“, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ცერემონია ისეთივე უნიკალური გამეხადა, როგორიც ჩვენ ვართ - განაცხადა ლიზმა.

საქორწინო წვეულების თითოეული მაგიდა განსხვავებული თემატიკით იყო მორთული და ყველა მათგანი ლიზისა და მაიკის ინტერესებს მოიცავდა, მათ შორის: დასარტყამები, ხელოვნება, ცეკვა, მცენარეები, ვერანდის ფარდები და უცხოპლანეტელები. დიდი დღის სამზადისის ყოველ წვრილმანს თავად ლიზი და მაიკი აკონტროლებდნენ, თუმცა ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალზე საპატარძლო კაბაზე ელიზაბეტის ძმამ და Schiaparelli-ს კრეატიულმა ხელმძღვანელმა დენიელ როზბერიმ იზრუნა.

დენიელმა, საპატარძლო კაბის საკუთარი ხელით შექმნის პირობა დას წლების წინ მისცა, თუმცა ლიზი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს Schiaparelli-თ შეიმოსებოდა. დენიელმა სამზადისი განწყობის დაფებით დაიწყო, რასაც ესკიზები და რენდერები მოჰყვა. ჯადოსნური კაბის შექმნის პროცესი ელექტრონული ფოსტითა და სატელეფონო ზარებით მიმდინარეობდა, ლიზს სურდა კაბა მისი და მაიკის ბავშვობით ყოფილიყო შთაგონებული და ამ ძიებამ ისინი ოდრი ჰეპბერნამდე, შემდეგ კი მის საკულტო კაბამდე მიიყვანა.

სასურველი სილუეტის შექმნის შემდეგ ლიზი ძმასთან პარიზში გაემგზავრა და ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სიურრეალისტური გამოცდილება მიიღო Schiaparelli-ს მოდის სახლში სტუმრობით. დასრულებული კაბა პატარძალმა მხოლოდ ქორწილის დღეს ნახა და სრულიად მოიხიბლა გენიოსი ძმის ქმნილებით. 

ლიზს უმხრო, კორსეტის სტილის კაბასთან ერთად Schiaparelli-ს ქუსლიანი ფეხსაცმელები  და სათვალეები ამშვენებდა.

ზევით