DIOR MAISON-ის ინსპირაციით საახალწლოდ მორთული სახლი

დიორის სახლი, დეკორი

ვინაიდან შობა განსაკუთრებული დღესასწაულია, ადამიანები დედამიწის ყველა კუთხიდან, მათ, ვისაც შობის ჯადოსნურობის სჯერა, ამ დღესასწაულს განსაკუთრებით ეგებება. მიუხედავად იმისა, რომ მართმადიდებლური სამყარო შობას 6 იანვრის ღამეს ეგებება, საშობაო სუფრასა თუ სახლის დეკორს არანაკლებ ყუარდღებას აქცევს. Dior Maison-ის კრეატიული დირექტორის კორდელი დე კასტელანის საშობა სუფრა, შესაძლოა თქვენთვისაც ერთგვარ ინსპირაციად იქცეს. 

Dior

კორდელი დე კასტელანის სადღესასწაულო მაგიდა ყვავილების ფერადი თაიგულებით არის მორთული და მას Dior-ის ჭურჭელი ამშვენებს, რომლის დიზაინიც პულიაში გამართული მოდის სახლის 2021 წლის საკრუიზო კოლექციის ჩვენებით არის ინსპირირებული.

Dior

ვინტაჟისა და თანამედროვე სტილის ელეგანტური შერწყმა იგრძნობა ჭიქებშიც, რომლის დიზაინიც ბრენდის საიუველირო ნაწარმის Dior Joaillerie-ის არტ დირექტორის ვიქტუარ დე კასტელანის მიერ იქმნა შექმნილი.

დიორი

როგორც ცნობილია, კრისტიან დიორი გიჟდებოდა შობის დღესასწაულზე და განსაკუთრებით ემზადებოდა წალიწადის ამ დროისთვის, რომელიც ასე სავსეა ჯადოსნური მომენტებით.

ზევით