#მოდა

Dior-ის საშობაო ვარსკვლავი: მოდის სახლის საახალწლო ინსტალაციები

გაზიარება:

სადღესასწაულო სეზონზე მოდის სახლ Dior-ის ბუტიკების გარე ფასადები და ვიტრინები ჯადოსნურად კიდევ ერთხელ მოირთო. პარიზში, ნიუ-იორკში, შანხაისა თუ ტოკიოში განთავსებული ბუტიკების ფასადები პოეტურად განათდნენ. მარია გრაცია კიურის მიერ შექმნილი უახლესი Dior Cruise 2022-ის შთაგონებით, მაღაზიები მნახველებს მაგიურ სამყაროში მოგზაურობას სთავაზობენ და თვალისმომჭრელი ინსტალაციებითა და დეკორებით შობასა და ახალ წელს ულამაზებენ.

Dior-ის შობის ვარსკვლავი თითოეული მაღაზიის მთავარი ინსტალაციაა - ოპტიმიზმისა და იღბლის სიმბოლო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდშიც კი იმედის სხივს გვინერგავს და დამდეგი წლისთვის პოზიტიურად განგვაწყობს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Dior Official (@dior)

საშობაო ვარსკვლავები თეთრსა და ოქროსფერ ფერებში, ხელნაკეთი ორნამენტებითა და მბზინავი დეტალებითაა დამშვენებული. მოდის სახლის ინსტალაციები, ისევე, როგორც Dior Cruise 2022 კოლექცია ბერძენი ღმერთებისა და ქალღმერთების, ქვეყნის კულტურითა და ესთეტიკითაა შთაგონებული.

კედლებზე, დელიკატურად ხელით დახატული ესკიზები და უბადლო ოსტატობით შესრულებული თეთრი ვარდები, რომლებიც კიმ ჯონსის ხელწერას გადმოგვცემს - ნამდვილი ოდაა ზამთრის სიზმრებისთვის მიძღვნილი.

სადღესასწაულო მორთულობაშია ჩაფლული ბუტიკების ინტერიერიც, სადაც მანეკენებს უმშვენიერესი სამოსი ამშვენებთ მარია გრაცია კიურის ახალი კოლექციიდან, მაღაზიის კედლები კი ასევე ხელნაკეთი დეკორებითაა მორთული. განსაკუთრებული ჯადოსნობით გამოირჩევა პარიზში, 127 Avenue des Champs Elysées-ზე მდებარე მაღაზიის ინტერიერი, რომელიც გარე ფასადის თემატიკის გაგრძელებას წარმოადგენს.

ზევით