როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
დიადი ერი რომ ვართ ეს ვიცით, არა?! ამ პატარა ერში ამდენი ნიჭიერი და ლამაზი ადამიანი რომ გამოგერევა, დიადი ხარ, აბა არ ხარ?! ნაქები და ნადიდები ქართველი გოგოებიც, რომელთაც სილამაზეზე საუკუნეების განმავლობაში წერდნენ და მათ შორის გაგიკვირდებათ და გერმანელი ფილოსოფოსი, იმანუელ კანტიც კი, მსოფლიო პოდიუმებს იპყრობენ. Armani, Dolce & Gabbana, Elie Saabi, Valentino და რა მოსთვლის ყველას, 1000-დან 1-ს და ქართველს ირჩევენ, გეამაყებათ, არა?! დიახ, მეც!
1985 წელს დაფუძნებული იტალიური ბრენდი, მრავალმილიარდიანი ბრუნვით Dolce & Gabbana კი სულ უფრო ხშირად არჩევანს სწორედ რომ ქართველ მოდელებზე აკეთებს. დღესაც, მილანის მოდის კვირეულზე, 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის წარდგენა, სტეფანო და დომენიკომ, მათ შორის ქართველ მოდელს, 16 წლის ლიზა კობერიძეს ანდეს.
მანამდე კი, 2021 წლის გაზაფხულის კოლექცია თათია ახალაიამ წარადგინა.
DOLCE & GABBANA-ს 2021 წლის შემოდგომის კოლექცია კი ზინი ქაჯაიამ წარადგინა და ორი ლუქიც მოირგო.
თათია ახალაია ამავე ბრენდის მაღალი მოდის ჩვენებაზე ვიხილეთ, კოლექცია: შემოდგომა 2020
თათია ახალაია DOLCE & GABBANA-ს RTW გაზაფხული 2020 კოლექციის ჩვენებაზე
DOLCE & GABBANA-ს ამავე ჩვენებაზე მატილდა გვარლიანი
2015 წელს კი DOLCE & GABBANA-ს ჩვენებაზე პირველი ქართველი მოდელის სახით თაკო ნაცვლიშვილი გამოჩნდა.