როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
Dolce & Gabbana-ს მოდის სახლს სიახლე აქვს, უკვე არამხოლოდ მათი სამოსის, არამედ სახლის დეკორის ნივთებიც შეძენაც შეგიძლიათ, როგორც Dolce & Gabbana-ს ოფიციალურ საიტზე, ასევე ონლაინ მაღაზია Farfetch.com-ზე. ბრენდის დეკორის ხაზის ძირითადი ინსპირაცია ხმელთაშუა ზღვის ლურჯი, სიცილიური სტილი, ზებრა და ლეოპარდია.
"ჩვენ გვინდოდა ფერების, ემოციების, სურნელების აფეთქება მოგვეხდინა", - დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა.
დეკორის ნივთების შექმნა სტეფანო და დომენიკომ არტიზანულ ვენეციურ ბრენდებთან ერთად გადაწყვიტეს. ამ ნივთების შექმნაში მონაწილეობა მიიღეს მურანოს მინის ისეთმა ლეგენდარულმა მწარმოებლებმა, როგორიცაა Barbini, Salviati და ტექსტილის კომპანიამ Tessitura Luigi Bevilacqua.
დეკორის სფეროში Dolce & Gabbana-სთვის ეს პირველი გამოჩენა არ ყოფილა. მათ 2018 წელს Smeg-თან ერთად წვენსაწურები, ტოსტერები, ყავის აპარატები, ჩაიდნებისა და ბლენდერების ხაზი გამოუშვეს. უფრო ადრე კი ავეჯის გამოფენა Salone de Mobile-ზე 100 ხელით მოხატული მაცივარი წარადგინეს.
სახლის დეკორის ხაზის შექმნას კი ბრენდის დამფუძნებლები ხსნიან იმით, რომ კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულმა გარემოებებმა ხალხი ძალიან მიაჯაჭვა სახლს, ასე რომ მნიშვნელოვანია სახლში მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევქმნათ. Dolce and Gabbana-ს სამოსის მატარებელი ქალი კი განსაკუთრებულია, მას არ უყვარს მინიმალიზმი, არამედ პირიქით. შესაბამისად, როგორც დომენიკო და სტეფანო აღნიშნავენ, მათი სამოსის მატარებელ ქალს მოუნდება რომ სახლში უფრო მეტი ლეოპარდის და ზებრას პრინტის ნივთები ჰქონდეს.
ჩვენ Dolce and Gabbana-ს დეკორის ხაზიდან რამდენიმე ნივთი შევარჩიეთ, რომელიც დღესვე შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ: