#მოდა

Dolce&Gabbana-მ სიცილიაში Alta Moda-ს 10 დიდებული წელი აღნიშნა

გაზიარება:

ტაორმინაში, მოდის სახლის პირველი Haute Couture ჩვენებიდან 10 წლის შემდეგ, Dolce & Gabbana-მ მაღალი მოდის კვირეულს სიცილიაში, Val di Noto-ში უმასპინძლა. მართალია, ბრენდის ხელწერა დახვეწილობით და ელეგანტურობით გამოირჩევა, მაგრამ Alta Moda სრულიად უნიკალური მოვლენაა Haute Couture სამყაროშიც კი. 

გრანდიოზული სანახაობა სირაკუზას საკათედრო ტაძრის განსაცვიფრებელ ფონზე, პიაცა დუომოზე გაიმართა. Dolce & Gabbana-სეული ტრადიციის მიხედვით, ჩვენებამ საოპერო პერფომანსის ფონზე ჩაიარა, რაც ისედაც ეპიკურ კოლექციას, მეტ დრამატულობას სძენდა. რაც შეეხება 2022 წლის შემოდგომის Alta Moda კოლექციას, ის სიცილიელი ქალის კულტით იყო შთაგონებული, ამიტომ არავის გაჰკვირვებია მაქმანიანი კაბების, რელიგიური იკონოგრაფიისა და წითელი, შავი თუ ოქროსფერი სილუეტების ხილვა.

„საქმე მხოლოდ ერთ კაბას არ ეხება, ეს ცხოვრების სტილია“ - განაცხადა დოლჩემ ჩვენების დაწყებამდე და მართლაც, Dolce & Gabbana-თვის Alta Moda ერთეული ქმნილებების გარშემო ნამდვილად არ ტრიალებს, ის მრავალ საათიანი მუშაობის, შრომატევადი შემოქმედებითი პროცესის, ხელნაკეთი ნაქარგებისა და ესთეტიკური სილუეტებისგან შემდგარი საერთო სურათის ნაწილია.

Alta Moda-ს საიუბილეო კოლექცია ისტორიისა და ზღაპრის შერწყმით შეიქმნა, სიცილიისა და მისი მაცხოვრებლების ღრმა წარმოდგენები, უნიკალური ნაწილები აღძრავს დახვეწილ სილამაზეს, ტრადიციებს და მარადიულ იტალიურ ოსტატობას.

ზევით