როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ბოლო ათწლეულია სპორტული შარვალი სპორტულ დარბაზებთან და სახლის ყოველდღიურ სამოსთან ასოცირდება. თუმცა, მოდური გამოცემების რედაქტორები, პერიოდულად სპორტული სტილის მოდურ სამოსად ქცევას ცდილობენ. და აი, წორედ ამ სეზონზე, ლოქდაუნის პირობებში, როდესაც ყველა გოგო კომფროტს ანიჭებს უპირატესობას, ელასტიკებისგან ყველაზე დიდი ტრენდი გამოიძერწა.
ისეთმა მოდის სახლებმა, როგორებიცაა Chanel, Vivienne Westwood, Louis Vuitton, YSL და Balenciaga, კოლექციებში ელასტიკები აქტიურად შემოიტანეს. სხვადასხვა ჩვენებებზე ცნობილი მოდელები სწორედ სპორტულ სამოსს წარადგენდნენ.
მასიური მოდა მაღალი მოდის ტენდენციებს კვალდაკვალ მიჰყვება. ის, რამაც მოდური გამოცემების „ბრეინ სტორმინგებიდან" მაღალი მოდის ჩვენებზე გადმოინაცვლა, ყველა ჩვენთაგანისთვის ხელმისაწვდომი ისეთმა გიგანტებმა გახადეს, როგორებიცაა Zara, Bershka და H&M.
პოპულარული ინსტაგრამ ბლოგერები თუ ჰოლივუდის ვარსკვლავები, დღეს კომფორტულ და ამავდროულად ტრენდულ ლეგინსებს ირჩევენ. ცნობილმა მოდელმა, კენდალ ჯენერმა შავი ელასტიკი ტყავის ქურთუკთან და მაღალყელიან ფეხსაცმელთან მოირგო, რაც მისი მხრიდან საკმაოდ ჭკვიანური და ელეგანტური გადაწყვეტილებაა.
ინსტაგრამ ბლოგერი კამილა შარიერი კი აღნიშნავს, რომ ლოქდაუნის პერიოდში ელასტიკი მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
კამილა ზუმ-შეხვედრისთვის, იოგას ვარჯიშისთვის, თუ მაღალი მოდის ჩვენებაზე დასასწრებად ელასტიკებს ირჩევს. ქუჩის სტილის ფოტოგრაფებმა, Chanel-ის ჩვენებაზე მიმავალი ბლოგერი, ამავე ბრენდის ელასტიკებში დააფიქსირეს. სრული look-ი კამილამ კლასიკური „ბალერინა" ფეხსაცმლითა და ცისფერი, მოკლე ჯემპრით შეკრა.
შეარჩიეთ სეზონის ყველაზე მოდური ელასტიკები THE DIARY-სთან ერთად:
______________________
Zara-ს კლასიკური სტილის ელასტიკი
79 GEL
______________________
MAISON MARGIELA-ს ელასტიკი პრინტით
£ 285
______________________
H&M-ის ხელოვნური ტყავის ელასტიკი
£ 8.99
______________________
SAINS-LAURENT-ის ლატექსის ელასტიკი
$ 890
______________________
BERSHKA-ს ჯინსის ელასტიკი
79 GEL