#სილამაზე

ელენ დეჯენერესმა თავის მოვლის ბრენდი გამოუშვა #KindScience

გაზიარება:

კომიკოსმა და დილის შოუს წამყვანმა ელენ დეჯენერესმა, მეგობართან და სილამაზის ინდუსტრიის ვეტერან, ვიქტორია ჯექსონთან ერთად კანის მოვლის ბრენდი - Kind Science გამოუშვა.

პრეს-რელიზში ელენმა თქვა, რომ ბრენდი მისი ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია კარგი კანის მოვლის საშუალებების მოსაძებნად. Kind Science-ის პროდუქტები ხელს უწყობს კოლაგენის ზრდას კანის გაღიზიანების გარეშე.

POLISH + BOOST BONUS

 

ყიდვა 

 „ამაზე სამი წელია ვმუშაობ და დიდი სიამოვნებით გიზიარებთ. მაქვს კანის მოვლის ხაზი  - Kind Science - ეს არის ასაკობრივი კანის მოვლა, რომელიც რეალურად მუშაობს. ძალიან კარგია. მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამით. ”

ხაზი ოფიციალურად 26 ოქტომბერს ჩაეშვა გაყიდვაში  და ხელმისაწვდომია kind science-ის ოფიციალურ საიტზე. პროდუქტები განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, არ შეიცავს მკაცრ ქიმიკატებს, სუნამოებს, კონსერვანტებს. შეიცავს მნიშვნელოვან ინგრედიენტებს, როგორებიცაა  ვიტამინ C, რეტინოლი, ბაკუჩიოლი.

POLISH + LIFT + BRIGHTEN TRIO

 

ყიდვა

როგორც ელენი ამბობს, პროდუქტები არ არის გამიზნული დაბერების ნიშნების შესაცვლელად, არამედ დაბერების აღსანიშნავად.

Kind Science-თან ბოლო ღონისძიებაში, თანადამფუძნებელი ვიქტორია ჯექსონი, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია მუშაობს სილამაზის ინდუსტრიაში, ამბობს: „ერთი რამ, რაც მე ვიცი და რაც არ შეცვლილა ამ 30 წლის განმავლობაში არის ის, რომ ყველას სურს გამოიყურებოდეს იდეალურად, და მაშინაც კი, როცა პატარა ხარ, უნდა დაიწყო კარგ კანზე ფიქრი. 

HYDRATION CREAM

 

ყიდვა

რა არის Kind Science: ეს ყველაფერი ეხება მაღალკვალიფიციურ, გლობალურად მოპოვებულ ინგრედიენტებს, რომლებიც გამოიყენება მცენარეების გასააქტიურებლად. ბრენდის მისია დაფუძნებულია ცხოველების, პლანეტისა და კანის სასიკეთოდ. ეს პროდუქცია არის ის, რაც ყველას შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერ ასაკში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბრენდი ასაკობრივად პოზიტიური გავხადოთ“.

ზევით