#სილამაზე

SELF MADE ელენე გოგავა - ცისფერთვალება Make Up არტისტი

გაზიარება:

ეს ცისფერთვალება გოგო წლების მანძილზე არა ერთ ფოტო გადაღებაში, პოდიუმზე, თუ ვიდეო რგოლში გეყოლებათ ნანახი. ხშირად შეგხვდებოდათ ჟურნალების გარეკანებზეც. ელენე გოგავა ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მოდელია, რომელმაც საკმაოდ პატარა ასაკში პროფესიონალი მოდელის და 3 შვილის დედის ამპლუა ერთდროულად (და საკმაოდ წარმატებით) მოირგო. მას შემდეგ, რაც პანდემიამ სამყარო ძირფესვიანად შეცვალა, ელენემ საკუთარი ცხოვრების კიდევ უფრო სიღრმისეულად გადატრიალება გადაწყვიტა და სახლში გამოკეტილმა ახალი პროფესიის ათვისებას მიჰყო ხელი. დღეს მის Instagram გვერდზე Art Makeup-ის მიმართულების პოსტებს და ავტო პორტრეტებს შეხვდებით. მოკლედ, ბევრისგან განსხვავებით ელენესთვის 2020 წარმატებული წელი გამოდგა.

ელენე გოგავა მაკიაჟი მოდელი

ელენე, წლების მანძილზე საზოგადოება მოდელის რანგში გიცნობდა. რატომ გადაწყვიტე პროფესიის შეცვლა?

ელენე: ძალიან პატარა ასაკში გავხდი 3 შვილის დედა და ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდი აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სამოდელო საქმიანობაში, თუმცა ბოლომდე არასდროს მიმიტოვებია ეს სფერო. დღემდე, თუ რაიმე ჩემთვის საინტერესო შემოთავაზება მაქვს, უარს არ ვამბობ. რაც შეეხება Makeup-ს , ძალიან სპონტანურად და დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი. მე იმ იშვიათ ადამიანთა ჯგუფს მივეკუთვნები, ვინც 2020-ით კმაყოფილია, რადგან ვთვლი. რომ ჩემი თავი ვიპოვნე და მეტწილად ეს პანდემიის დამსახურებაა - იმ პერიოდის, რაც გამოვიარეთ. ყველანი სახლებში დავრჩით, სოციუმს მოვწყდით, მეტი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა და ახალი აღმოჩენები გავაკეთეთ. მე ხატვა დავიწყე და სწორედ ეს გახდა ჩემთვის ინსპირაცია. ასევე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეგობარს - მანიკა ასათიანს. მან მირჩია, რომ ინსტაგრამის პლათფორმა გამომეყენებინა და Self Makeup ვიდეოების ჩაწერა დამეწყო. პროცესში სრულიად სპონტანურად და მოულოდნელად მივხვდი, რომ ეს უბრალოდ გართობა არ იყო ჩემთვის და შემეძლო საკუთარი თავი მიმეძღვნა ამ ყველაფრისთვის. ვთვლი, რომ მხატვრობა და ვიზაჟი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და ჩემთვის ერთგვარი ბენეფიტია, რომ ვხატავ, რადგან ძალიან მეხმარება არტ-მეიქაფის მიმართულებით.

ელენე გოგავას შვილები

3 შვილის დედამ ახალი პროფესიის ათვისება, თან ასეთ მოკლე დროში როგორ მოახერხე?

ელენე: კი, ხშირად მისვამენ კითხვას, თუ როგორ ვახერხებ ამდენი საქმის პარალელურად კეთებას?! იმის მიუხედავად, რომ ძალიან აქტიურად ვარ შვილების აღზრდაში და მათთვის განათლების მიცემაში ჩართული, თითქოს მაინც ყველაფერს ვასწრებ. ზოგჯერ მგონია, რომ რაც მეტად ვარ დატვირთული, მით უფრო მეტს ვასწრებ. ზოგადად, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, მიყვარს დილით ადრე ადგომა და დროის სწორად გამოყენება. ჩემი აზრით, მთავარია მონდომება და პრიორიტეტების სწორად დალაგება. თუ შენთვის რაიმე კონკრეტული მნიშვნელოვანია, დროს აუცილებლად გამონახავ.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Elene Gogava (@elenegogava)

ხშირად გვიზიარებ შენი მეგობრების ფოტოებს. ალბათ ისინი იყვნენ შენი პირველი მოდელები?

ელენე: ჩემი სულ პირველი მოდელები ჩემი მეგობრები არ ყოფილან. მე ვმუშაობ ჯაბა ახოიშვილთან ერთად, უნიჭიერეს ბიჭთან, რომელიც ძალიან გემოვნებიან, შავ-თეთრ ვიდეოებს იღებს. თავდაპირველად, როცა ამ საქმეს ხელი მოვკიდე, მხოლოდ Self Makeup-ის კეთებას და ვიდეოების ჩაწერას ვაპირებდი. ჯაბას დიდი ხანია ვიცნობ. მეც არაერთხელ მოვმხვდარვარ მის ობიექტივში. როდესაც ჩემი ნამუშევრები ნახა, თავად შემომთავაზა თანამშრომლობა და ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯებიც ამ სფეროში. უკვე შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ტანდემი გვაქვს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Elene Gogava (@elenegogava)

 

მიუხედავად იმისა, რომ გარეთ გასვლა ისე ხშირად აღარ გვიწევს, როგორც ადრე, make up ინდუსტრია არ ჩერდება და ახალ ტრენდებს გვთავაზობს. რა იქნება მოდური 2021-ში?

რაც შეეხება 2021 წელს და მაკიაჟის ტრენდებს - ამ სფეროში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, თუმცა მგონია, რომ მაკიაჟი საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. არ არსებობს წესები და კანონები! არ არსებობს ფორმულა, რის მიხედვითაც უნდა შევარჩიოთ და გავიკეთოთ მაკიაჟი. ყველა ადამიანს მისი ნაკვთების მიხედვით, ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. ამას ვერავინ გასწავლის, ეს შეგრძნება და ხედვა შიგნიდან უნდა მოდიოდეს და გრძნობდე ვინ რას მოირგებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Elene Gogava (@elenegogava)

 

როგორია შენი გეგმები ახალი პროფესიით?

ელენე: ვთვლი, რომ ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამ და იმ მიზნისკენ მიმავალი გზის დასაწყისში ვარ, რომელიც დავისახე. სამომავლოდ ჩემს თავს კინო ინდუსტრიაში, გრიმის მიმართულებით ვხედავ. ძალიან მხიბლავს ადამიანის გარდაქმნის პროცესი, საოცრებების შექმნის და ჯადოქრობების კინო სფეროში. ამერიკაში ამ მიმართულებით უამრავი სკოლაა, სადაც სასწავლებლად ვაპირებ წასვლას, როგორც კი სიტუაცია დალაგდება და ამის საშუალება მომეცემა.

ზევით