#მოდა

Elite Model Look World 2022-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს ნინო სოსელია წარადგენს

გაზიარება:

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2022-ის გამარჯვებული 18 წლის სტუდენტი, ნინო სოსელია გახდა, სწორედ ნინო წარადგენს ჩვენს ქვეყანას 30 აგვისტოს პრაღის ულამაზეს ციხესიმაგრეში მსოფლიო ფინალზე.

Elite Model Look 2022 აღნიშნავს არა მხოლოდ მსოფლიო ფინალის დაბრუნებას ჩეხეთის დედაქალაქში 2007 წლის შემდეგ, არამედ ლაივ ღონისძიების დაბრუნებასაც, რომელიც ორი წლის განმავლობაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო ციფრულ ფორმატში ტარდებოდა.

ნინო სოსელია, elit model look,

100-ზე მეტი  სხვადასხვა ქვეყნის  ათასობით კონკურსანტიდან შერჩეული TOP 30 ფინალისტი და მათ შორის Საქართველოს  გამარჯვებული ნინო სოსელია  მონაწილეობას მიიღებენ  ფინალური ღონისძიებისთვის დაგეგმილ ინტენსიურ მზადებაში. ფოტოგრაფები, თმისა და მაკიაჟის სპეციალისტები, გამოცდილი  მენტორები გაუწევენ ფინალისტებს ინდივიდუალურ ტრენინგებს, ჩაუტარებენ ფოტოსესიებს, ინტერვიუებს და პოდიუმზე სიარულის გაკვეთილებს.

კონკურსანტებს უმასპინძლებს სასტუმრო Andaz Prague Hotel, 2022 წლის Elite Model Look World Final-ის ოფიციალური პარტნიორი. Andaz Prague – Hyatt-ის კონცეფცია არის სრულიად ახალი ძვირადღირებული ცხოვრების სტილის  სასტუმრო პრაღის ისტორიული ცენტრის გულში.

ნინო სოსელია,

Elite Model Look კონკურსის გრძელ ისტორიაში, წლევანდელი მსოფლიო ფინალი გახლავთ რიგით 39-ე ღონისძიება ისეთი საკულტო სუპერმოდელების მემკვიდრეობით, როგორიცაა სინდი კროუფორდი, ალესანდრა ამბროსიო, ლარა სტოუნი, ჟიზელ ბუნჰენი.

Elite Model Look კონკურსი რჩება ინდუსტრიის წინა პლანზე და აგრძელებს ახალი თაობის  ისეთი სუპერმოდელების აღმოჩენას, როგორებიც არიან ვიტორია სერეტი, მონა ტუგაარდი, მაიოვა ნიკოლასი, დევიდსონ ობენებო და სხვები.

საქართველოში Elite Model Look Georgia-ს ორგანიზატორი სამოდელო სააგენტო IC MODEL MANAGEMENT-ი გახლავთ.

ზევით