სოციალური მედიის ნამდვილ ფენომენს, 21 წლის ემა ჩამბერლინს, მრავლისმომცველ პორტფოლიოში მოყვარული ინტერიერის დიზაინერიც შეუძლია დაამატოს. Proem Studio-ს დიზაინერებთან: ეშლი დროსტთან და მარი ტროჰმანთან კოლაბორაციით, ემამ ლოს-ანჯელესის ზღაპრული სახლი მოაწყო და Architectural Digest-ს მისი გადაღების ნებაც დართო.
„სახლიდან ვმუშაობ, ამიტომ მინდოდა შემექმნა რაღაც სრულიად პერსონალური და კომფორტული“ - ცნობილი თავისი ავთენტური პიროვნულობით, ემა ჩამბერლინი ინტერიერის დიზაინის შერჩევისასაც ისეთივე კრეატიული აღმოჩნდა, როგორც სხვა შემთხვევებში. ემას დასაწყისშივე მკაფიოდ ჰქონდა წარმოდგენილი თუ რა სურდა: თანამედროვე ბოჰემიური სტილი, რომელიც სხვადასხვა ეპოქასა და ესთეტიკას გააერთიანებდა საკუთარ თავში.
ახლად განახლებული სახლი, რომელიც 1955 წელს აშენდა, აღჭურვილია კედრის შიგთავსებით, პანელებითა და მზიანი ოთახებით, ლოს-ანჯელესის ზღაპრული სახლი ტყიანი აუზით და მედიტაციური ბაღით არის გარშემორტყმული. ემას თითოეული ოთახი უნიკალურ მასალებს აერთიანებს: აქ შეხვდებით ყველაფერს, დაწყებული მწვანე კრამიტით და მარმარილოს სამზარეულოთი, კორპის მოპირკეთებული აბაზანით, ბანანის ხის ქერქით დაფარული კედლითა და სკულპტურული ფორმის თაბაშირის ბუხრით დამთავრებული.
„მე ვარ გუნება-განწყობის ტიპის გოგო. მე გადავხედე ყველა კუთხე-კუნჭულს ინტერნეტში, ყველა უცნაურ, ღრმა გვერდებს Pinterest-ზე... სახლისთვის შთაგონებას ყველგან ვპოულობდი, ისევე როგორც მოდა, ეს ყველაფერი ჩემს გონებაში იყო“ - აღნიშნა ემამ.
მიუხედავად იმისა, რომ სახლი სიმყუდროვეს აფრქვევს, ჩემბერლენის მაგნიტური პიროვნება დეტალებში ნათლად აისახება. „ჩემი ტვინი ძალიან სწრაფად მუშაობს. მე რაღაცნაირი ხმამაღალი ვარ და ბევრი რამ მაქვს სათქმელი. მაშინაც კი, როდესაც ჩემმა იდეებმა ყველაფერი მოიცვა, საბოლოოდ მათი ერთმანეთთან დაკავშირება მოვახერხე. ნამდვილად არ მაინტერესებს თუ ვინმეს ეს ყველაფერი არ მოეწონება, მე ვარ ის, ვინც ვარ, აქ ვცხოვრობ, ამიტომ მე უნდა მიყვარდეს ეს სახლი და მიყვარს კიდეც“.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.