#ცნობილები #კინო #სილამაზე

ემილია კლარკი ბოტოქსის, კოსმეტოლოგიური ჩარევებისა და ასაკის მატების თაობაზე ალაპარაკდა

გაზიარება:

საბედნიეროდ, ასაკის მატების, ბოტოქსისა თუ პლასტიკური ჩარევების თემა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტაბუდადებულ თემას სულაც არ წარმოადგენს. ცნობილი ადამიანები, ერთმანეთის მიყოლებით იწყებენ საუბარს პირადი უხერხული გამოცდილებებისა და სილამაზის ჯანსაღი აღქმის შესახებ. ბრიტანულ ELLE-სთან მიცემულ უახლეს ინტერვიუში, ცნობილმა მსახიობმა ემილია კლარკმა, ასაკის მატებასა და სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ ჩარევებზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა.

თუ კი ჩემს სამსახურში მეტყვიან, რომ 45 წლის ასაკში ბოტოქსის გაკეთება მომიწევს, ამ სამუშაოს თავს უცილობლად დავანებებ

ყველაზე ცუდ გამოცდილებაზე საუბრისას, ემილია, სპეციალისტთან შეხვედრას იხსენებს: „მან მითხრა რომ ფილერები მჭირდებოდა, მე კი ავდექი და კარი ზურგსუკან მივიხურე. მისი სიტყვებით მე ჩემს ნამდვილ სახეს დავიბრუნებდი. ამ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ 28 წლის ვიყავი“.

სასიხარულოდ, ემილიას ასაკის მატებასთან საკმაოდ ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს: „საკუთარ თავში ასაკის მატებას აანალიზებ და ხვდები, რომ ის გცვლის. 34 წლის ასაკში მე ბევრად გამოცდილი, ბრძენი და ჭკვიანი ვარ, ჩემი წარსული თავად გავიარე და ამის გამო ამაყიც ვარ.“

დრო ერთადერთი რამაა, რასაც ცვლილებების მოხდენა შეუძლია, თუ კი ჩემი სახის კანი, ჩემს წარსულ გამოცდილებებს აირეკლავს, მაშინ ამისთვის მზად ვარ

ემილია კლარკმა Game of Thrones-ში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულების პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ თითოეულ ადამიანს მისი გარეგნობის შესახებ საუთარი დამოკიდებულება ჰქონდა და ისინი ითხოვდნენ, რომ ემილიას პლასტიკური ჩარევებიც კი განეხორციელებინა. "ამ დროს იწყებ ფიქრს, ნამდვილად ასე უნდა მოვიქცე? უნდა შევჩვალო რამე? შემდეგ ფილმზე იმუშავებ ან ფოტოგრაფის წინ იპოზიორებ და ისინი შეუდარებლად ლამაზს გიწოდებენ და ხვდები, რომ შენთვის ესეც სრულიად საკმარისი".

ზევით