#ცნობილები #კინო #სილამაზე

ემილია კლარკი მშრალი კანის მოვლისა და პანდემიის პირობებში მონატრებული პროცედურების შესახებ

გაზიარება:

სახის კანის მოვლა ქალებისთვის დიდებულ რიტუალთან ასოცირდება, მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა შველის ჩვენი სახის კანს გაუწყლოებისას, თუმცა ხშირად საკუთარი კანის შეცნობა საკმაოდ დიდ სირთულესთან ასოცირდება და ჩვენც დახმარებისთვის ცნობილი ადამიანების გამოცდილებებს მივმართავთ.

Game of Thrones-ის ცნობილმა ვარსკვლავმა ემილია კლარკმა ძალიან მშრალი კანის მოვლის ხრიკი გაგვიზიარა და რამდენიმე რჩევაზეც ისაუბრა, რომლებმაც მისი რიტუალი მთლიანად შეცვალეს.

როგორ უვლით სახის კანს და ბოლო წლების განმავლობაში თუ შეიცვალა თქვენი რუტინა?

ჩვენ გარკვეულ ფაზებს გავდივართ, როდესაც შევამჩნევთ, რომ კანი მეტ ჰიდრატაციას მოითხოვს და მას კუთვნილს მივცემთ, შესაძლოა სახის კანი უარეს მდგომარეობაში ჩავარდეს, ყველაფერი ხომ სეზონებზეა დამოკიდებული. ჩემი გადამრჩენელი Moisture Surge 100 Hour - დამატენიანებელი საცხი აღმოჩნდა, რომელიც კანს მეტი წყლის გამოყოფას აიძულებს. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მე ძალიან, ძალიან მშრალი კანი მაქვს, ზამთრის სეზონი კი ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო, რასაც პანდემიის სტრესიც დაემატა.

 

Moisture Surge™ 100-Hour Auto-Replenishing Hydrator

ყიდვა 

ვცდილობ დავრწმუნდე, რომ ჩემი სახის კანი რაც შეიძლება სუფთაა, ნორმალურზე მეტადაც კი, ამის პარალელურად კი სახის ნიღბებს ვიყენებ

წყალს დიდი რაოდენობით იღებთ? როგორ ახერხებთ მსოფლიოს გარშემო გადაღებების პარალელურად ჰიდრატაციის შენარჩუნებას?

თან ყოველთვის უზარმაზარ ბოთლებს დავატარებ და ვცდილობ ნორმაზე მეტი წყალიც კი მივიღო დღის განმავლობაში, ის ხომ პირველ ყოვლისა ჩემი სახის კანზე აისახება იდეალურად.

 

 Even Better Clinical™ Serum Foundation Broad Spectrum SPF 25

ყიდვა

პანდემიის პირობებში, თავის მოვლის რომელი პროცედურა გენატრებოდათ ყველაზე მეტად?

უდავოდ მასაჟი, ის უბრალოდ ჩემი ფავორიტია. რელაქსაციის შემდეგ, ალბათ სახის პროფესიონალური მოვლა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამომრჩეს ფრჩხილების მოწესრიგება.

სილამაზის მარადიული რჩევა, რომელსაც ყოველთვის ითვალისწინებთ..

დედაჩემის უკვდავი რჩევაა - არ შეეხო შენს წარბებს, არ შეიტან მცირედი კორექტირებაც კი, უბრალოდ დატოვე ისინი, როგორც არის. აგრეთვე ბებიაჩემი მირჩევდა მაცივარში კოვზების შენახვას და კოვზებს არა, თუმცა სახის დამატენიანებელს, სახის ნიღბებსა და თვალის კრემებს უპირობოდ მაცივარში ვინახავ.

 

CLINIQUE - High Impact Mascara

 ყიდვა

არ შეეხოთ თქვენს წარბებს და შეინახეთ ყველაფერი მაცივარში.

ზევით