ამერიკული სატელევიზიო პრემიის, Emmy-ს რიგით 73-ე დაჯილდოების ცერემონია გასულ ღამეს, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს: ლონდონსა და ლოს-ანჯელესში გაიმართა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი ადამიანები წითელ ხალიჩას ტრიუმფალურად დაუბრუნდნენ.
ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე თავი The Crown-ის მთელმა სამსახიობო გუნდმა მოიყარა, ემა კორინი წითელ ხალიჩაზე Miu Miu-ს გოთურ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა, ემირალდ ფენელს Valentino ამშვენებდა, ჯოშ ო'კონელი Loewe-ში იყო გამოწყობილი ოლივია კოლმანს კი Roksanda ამშვენებდა.
ლოს-ანჯელესში მისულ სტუმართა შორის იყვნენ ანია ტეილორ-ჯოი, რომლის სერიალმაც The Queen's Gambit-მა დაჯილდოების ცერემონიაზე 11 ნომინაციაში გაიმარჯვა, თავად მსახიობმა კი Dior-ის თვალისმომჭრელ კაბაში გამოწყობილმა წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინა. ლოს-ანჯელესის ხალიჩას ამშვენებდნენ აგრეთვე ქეით უინსლეტი, რომელიც საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება, კერი ვაშინგტონი, ელიზაბეტ ოლსენი და სხვები.
ანია-ტეილორ ჯოი Dior-ის კაბაში
ქეით უინსლეტს ამშვენებს Armani
ელიზაბეტ ოლსენი The Row-ს კაბასა და Chopard-ის აქსესუარებში გამოეწყო
კერი ვაშინგტონს აცვია Etro
ჯილიან ანდერსონი Chloé-ს კაბაში
ემა კორინი Miu Miu-ს კაბით
ოლივია კოლმანს ამშვენებს Roksanda
ემერალდ ფენელი Valentino-ს კაბაში
ჯოშ ო'კონელი Loewe-ს კოსტუმში
სარა პოლსონი Carolina Herrera-ს კაბაში გამოწყობილი
ბილი პორტერს აცვია Ashi
სინტია ერვინო Louis Vuitton-ის კაბაში
კეტრინ ჰანი Lanvin-ის სამოსში
რეგე-ჟან პეიჯს აცვია Armani