#მოდა

ესპანეთის დედოფალ ლეტიციას 75$-იანი კაბა MANGO-სგან

გაზიარება:

როგორც წესი, მნიშვნელოვან ღონისძიებაზე შენი ლუქის სხვა ადამიანზე ხილვა, ნამდილ ღამის კოშმარს ჰგავს, თუმცა მსგავსი დამთხვევა, თავად ესპანეთის დედოფლისთვის ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი, დახვეწილი და ელეგანტური მონარქი, ესპანეთის დედოფალი ლეტიცია გუშინ Royal Board on Disability Council-ის ღონისძიებას შავ-თეთრი კაბით დაესწრო, თუმცა მოულოდნელად სწორედ იმავე კაბით ცერემონიაზე სამართლის პროფესორი ვივას ტესონი გამოჩნდა, რომელსაც დედოფალმა Reina Letizia 202-ის ჯილდო გადასცა. ეს მოდური დამთხვევა იმდენად სახალისო აღმოჩნდა დედოფლისთვის, რომ მან კამერების წინ ბევრი იცინა და ვივასთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

დედოფლისა და პროფესორის კაბა Mango-სგან გახლავთ და ის ონლაინ მაღაზიაში სულ რაღაც 75$-ად იყიდება. როგორც ლეტიციამ, აგრეთვე ვივასმა შავ-თეთრ კაბას, წელზე ქამრით შავი მაღალქუსლილანი ფეხსაცმელი შეუხამეს. ლეტიციამ კიდევ ერთი აქსესუარი შემატა ლუქს და ღონისძიებაზე პატარა შავი ხელჩანთით დამშვენებული გამოჩნდა.

ესპანეთის დედოფალი ლეტიციას განუმეორებელი სტილის შეგრძნება აქვს, გარდა იმისა, რომ ის იდეაურად ირგებს ცნობილი ბრენდების ძვირადღირებულ სილუეტებს, დედოფალი ხშირად არჩევანს მეტად ბუჯეტურ მოდელებზეც აკეთებს. ლეტიცია სამეფო გარდერობისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქებითაც გახლავთ ცნობილი, რაც დიდი ბრიტანეთის სამეფო მონარქს - ქეით მიდლტონსაც ახასიათებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ქმნილება იმდენად ძვირფასია, რომ მისი მხოლოდ ერთხელ ჩაცმა არ არის საკმარისი.

Mango - Bicolour belt dress

ყიდვა

ზევით