#მოდა

ლონდონში FASHION AWARDS გაიმართა

გაზიარება:

გასულ ღამეს ლონდონში ბრიტანული მოდის დაჯილდოება გაიმართა. ალბერტ ჰოლში გამართულ ღონისძიებაზე 3000-ზე მეტმა სტუმარმა, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, მომღერლებმა, მოდელებმა და დიზაინერებმა მოიყარეს თავი. 2023 წლის ცერემონიას ცნობილი ბრიტანელი წამყვანი, მაია ჯამა და მუსიკოსი, კოჯეი რადიკალი უძღვებოდნენ.

Fashion Awards-ზე 2023 წლის საუკეთესო დიზაინერი გამოვლინდა. ჯილდო ირლანდიელ, ჯონათან ანდერსონს საკუთარი ბრენდის JW Anderson და ესპანური მოდის სახლის Loewe განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ანდერსონმა Loewe-ის ბედი სამუდამოდ შეცვალა. ესპანური ბრენდს დღეს რენესანსს განიცდის კრეატიულობის, ინოვაციებისა და თანამედროვეობის თვალსაზრისით.

loewe, jonatahn anderson

საუკეთესო მოდელად კი პალომა ელსესერი დაასახელეს. პალომა პლუს ზომის მოდელია, რომელიც მოდის ინდუსტრიისთვის დამხასიათებელ ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს. ელსესერი პირველი პლუს ზომის მოდელია, რომელმაც საუკეთესო მოდელის ჯილდო მიიღო. ამავდროულად, პალომა ელსესერი მწერალი და პოეტია. მან რამდენიმე თვის წინ წიგნი სახელწოდებით "განძი" გამოსცა, რომელიც ფოტოგრაფ ზორა სიჩერთან თანამშრომლობით შექმნა.

პლუს ზომის მოდელი, პალომა ელსესერი

Valentino-ს დამფუძნებელს, ვალენტინო გარავანის კი განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო გადაეცა. დიზაინერი ცნობილი დახვეწილი კაბებით გახდა. ის 60-იან წლებში ელიზაბეტ ტეილორისა და ჟაკლინ კენედი ონასისის დიზაინერი გახლდათ. მოდის ინდუსტრიაში გარავანიმ საკუთარი ფერიც კი დაამკვიდრა, რომელსაც „ვალენტინოს წითელს“ უწოდებენ.

valentino

სემ სმიტს Fashion Awards-ზე კულტურული ინოვატორის პრიზი გადაეცა. მომღერალს ჯილდო ავანგარდული სტილისა და ბრიტანელი დიზაინერების მხარდაჭერის გამო ხვდა წილად. ექსტრავაგანტული სემ სმიტი კი საღამოზე ორი ლუქით იყო წარმოდგენილი.

sam smith

რაც შეეხება დაჯილდოების წითელ ხალიჩას, ის გამორჩეულად მოდური და მრავალფეროვანი გახლდათ.

წარმოგიდგენთ Fashion Awards 2023-ის საუკეთესო ლუქებს: 

1. გვინეთ პელტროუ, ვინტაჟური VALENTINO

GWYNETH PALTROW

2. ენ ჟაკლინ ჰეთეუეი, ვინტაჟური VALENTINO

.Anne Hathaway wearing vintage Valentino

3. ლილა მოსი, NENSNI DOJAKA

Lila Moss in Nensi Dojaka

4. ლილი ჯეიმსი, MIU MIU

Lily James wearing Miu Miu

5. იანოკ იაი, FERRAGAMO

Anok Yai wearing Ferragamo

6. სარა სამპაიო, RICHARD QUINN

sara sampaio

7. ტეილორ რასელი, LOEWE

Taylor Russell wearing Loewe

8. ამალ კლუნი, VERSACE

AMAL CLOONEY WEARING ATELIER VERSACE

9. ალექსა ჩანგი, 16 ARLINGTON

Alexa Chung wearing 16Arlington

10. ეშლი პარკი, DAVID KOMA

Ashley Park in David Koma

ზევით