#მოდა

FENDI-ის მაღალი მოდის ჩვენება SS 2021

გაზიარება:

58 წლის მსახიობმა, დემი მურმა კიმ ჯონსის სადებიუტო, მაღალი მოდის კოლექცია აბრეშუმის კოსტიუმით გახსნა. ჩვენება ფუტურისტულ გარემოში გაიმართა, სადაც მოდელები ყველა მხრიდან სარკეებითა და შუშის კონსტრუქციებით იყვნენ გარშემორტყმული. დემი მურს პოდიუმზე გრძელ კაბასა და გამჭვირვალე მოსასხამში გამოწყობილი ბელა ჰადიდი მოჰყვა.

fendi

ნაომი კემპბელმა ჩვენება, რომელიც ონლაინ ვიდეოფილმის სახით გაიმართა, პოდიუმის დედოფლის შესაფერისად, მდიდრული და პომპეზური კაბით დახურა. კარა დელავინი, კეიტ და ლილი მოსები, კრისტი ტარლინგტონი - ეს იმ ცნობადი სახეების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც Fendi-ს გაზაფხული-ზაფხულის მაღალი მოდის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობდნენ.

ეს ჩვენება ასახავს იმას, თუ რა აცვიათ რეალობაში ქალებს. ეს კოლექცია დიდი ხნის დაკვირვების შედეგად შეიქმნა, - ჯონსი

კიმ ჯონსი Fendi-ის კრეატიულ დირექტორად გასული წლის შემდგომაზე დაინიშნა. ის ერთდროულად ორი მოდის სახლისთვის იმუშავებს: Dior-ის მამაკაცის ტანსაცმელი და Fendi-ს ქალის ხაზი.

ზევით