#მოდა

Ferragamo’s New Renaissance - 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია

გაზიარება:

Ferragamo-ს კრეატიულმა დირექტორმა მაქსიმილიან დევისმა, წარსულის შთაგონებით მოდის სახლის ახალი 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია Ferragamo's New Renaissance წარადგინა, რომელიც Uffizi Gallery-სთან პარტნიორობით შეიქმნა. კამპანია აღნიშნავს ფლორენციის ხელოვნებასა და სილამაზეს - ქალაქს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს Ferragamo-ს მემკვიდრეობისთვის.

მოდის სახლისა და ფლორენციის კავშირი სათავეს გასულ საუკუნეში იღებს, როდესაც აშშ-ში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, სალვატორე ფერაგამო (მოდის სახლის დამფუძნებელი) საცხოვრებლად იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში გადადის. 

Ferragamo's New Renaissance კამპანია პოულობს ბალანსს წარსულსა და აწმყოს შორის მე-15 და მე-16 საუკუნეების ცნობილი ნამუშევრების ფონზე. Uffizi Gallery-სთან პარტნიორობით - ფლორენციული მუზეუმი, რომელიც წლების განმავლობაში ფერაგამოს სახლისთვის შემოქმედებითი შთაგონების და ახალი იდეების სიმბოლოს წარმოადგენდა - კამპანიას ფონად ცნობილი მხატვრების ნამუშევრები გასდევს, მათ შორის არის ნახატები, როგორიცაა ჯორჯო ვაზარის Portrait of Alessandro de Medici (1534), ბოტიჩელის The Annunciation of San Martino alla Scala (1481) და პიერო დელა ფრანჩესკას Diptych of Federico da Montefeltro and Battista Sforza (1467-1472). 

კამპანიის ფოტოგრაფი ტაილერ მიტჩელი გახლავთ, მაქსიმილიან დევისთან თანამშრომლობით, მან გადაიღო უნიკალური კამპანია, რომელიც დევისის არტისტული ხედვისა და ხელოვნების თანამედროვე გადაკვეთას კრეატიული გზით გვთავაზობს.

 

„რენესანსი ფლორენციაშია ჩაქსოვილი, ფლორენცია კი Ferragamo-ში“, - თქვა დევისმა განცხადებაში. „მოდის სახლის ახალი დასაწყისის პარალელურად, სრულად ლოგიკური იყო რენესანსის აკვანი დაგვებრუნებინა, როგორც ჩვენი სულიერი სახლი. ჩვენ გამოვიყენეთ ამ ქალაქის ღრმა, მხატვრული სულისკვეთება ახალი კოლექციის საჩვენებლად."

ზევით