#მუსიკა

Festival Weekend Essentials #TbilisiOpenAir2023

გაზიარება:

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის დადგომამდე, სულ რაღაც 2 დღეღა გვაშორებს. Tbilisi Open Air 2023 ტრადიციულად პარასკევს, 23 ივნისს, აიღებს სტარტს და 3 დღის განმავლობაში ჩვენი საყვარელი უცხოელი თუ ქართველი შემსრულებლის წყალობით, მუსიკალურ ნირვანაში გადაგვიყვანს. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება Open Air-ის შეუცვლელი ლისის საოცრებათა ქვეყანაში  სტუმრობამდე, მღელვარებაც მეტად იმატებს, ერთადერთი, რასაც ახლა დარჩენილი დღეების გადაგორება შეუძლია ჩვენთვის, საფესტივალო Must Have ნივთების სიის შედგენა და მათი მოგროვებაა.

Tbilisi Open Air-ის წარსულის გამოცდილებებმა ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გვასწავლა: ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ საფესტივალო სიუჟეტის ყველაზე წარმოუდგენლად განვითარებისთვისაც კი და თუ რატომ, ამას ჩვენი Festival Weekend Essentials სია დაგარწმუნებთ:

საწვიმარი - ერთი რამ, რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ წვიმა Tbilisi Open Air-ის ერთგვარ ტრადიციადაა ქცეული და გვინდა ეს თუ არა, ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ და ყველაზე გამძლე საწვიმარი გავითვალისწინოთ.
თბილი მოსასხამი - ზაფხულის დღის სიცხემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ივნისის საღამოს კუთვნილი სუსხი ყოველთვის დაკრავს.
გამოსაცვლელი წინდები - თქვენ თუ არა, გამორიცხული არ არის რომ წყვილი წინდა ვინმეს დასჭირდეს ჩვენ გარშემო, ჩვენ კი ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენი Open Air-ის ოჯახის წევრებზე.
გამოსაცვლელი ტანსაცმელი - არ არის აუცილებელი იწვიმოს იმისთვის, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი გავაყოლოთ ხელს (თუმცა ეს მაინც პირველი საბაბია), ზოგჯერ ამას ლამაზი ფოტოებისთვისაც ვაკეთებთ.
სასურველია გამოსაცვლელი ფეხსაცმელი - ჯერ კიდევ ამინდის და მისი არაპროგნოზირებადობის გარშემო ვტრიალებთ, ვიცით, მაგრამ შარშანდელმა გამოცდილებამ ამ პუნქტის მნიშვნელობა რომ გვასწავლა, მაგ ფაქტს ნუ გავექცევით...
დამტენი - პირად მე ტელეფონის დამტენის გარეშე სახლის ზღურბლს იშვიათად თუ გადავაბიჯებ ხოლმე, როგორი გამძლე ელემენტიც არ უნდა ჰქონდეს ჩემს ტელეფონს, ფესტივალზე ფოტო და-ვიდეომასალა ყოველთვის ბლომად არის გადასაღები.
პორტატიული დამტენი - წინა პუნქტი აქ უნდა გავაგრძელო და აღვნიშნო, რომ ზოგჯერ დამტენიც კი არ არის საკმარისი, მაშინ, როდესაც ჩემს საყვარელ არტისტებს ერთი მეორის მიყოლებით ვუღებ ვიდეოებს, რასაც წელსაც, უდავოდ, გავაკეთებ.
შლაპა ან კეპი - ეს იმ უკეთესი სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც 2 დღეში ზაფხულის მზისგან დაგვჭირდება დაცვა.
მზის სათვალე - იმის იმედად, რომ ამ ფესტივალზე მაინც დაგვჭირდება.
მზისგან დამცავი - Sunscreen ყველგან და ყოველთვის და არც მისი ყოველ 2 საათში განახლება დაგავიწყდეთ.
პლედი - ძირს დასაფენად ყოველთვის კარგი არჩევანია.
ხელის სადეზინფექციო ხსნარი - 2020 წლის შემდეგ, ალბათ არც არასდროს დაუტოვებია ჩემი ხელჩანთა და ახლაც დაიკავებს კუთვნილ ადგილს.
ფირის, ციფრული თუ პოლაროიდ ფოტოკამერა - და ბოლოს, კიდევ ერთ პირად მწარე გამოცდილებას გაგიზიარებთ შარშანდელი ფესტივალიდან, რომელიც ისე დასრულდა, არც ერთი ფოტოსურათი არ შემომრჩა, გარდა მობილურით გადაღებულისა.

ზევით