#სექსი და ურთიერთობები

ფლირტის სხეულის ენა - როგორ გავიგოთ, რომ მას მოვწონვართ?!

გაზიარება:

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხეულის ენა დიდად არ გაეგებათ. დიახ, შესაძლოა მამაკაცი თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ თმა გაქვთ ცუდად და ამიტომაც გიყურებენ. მოკლედ, თქვენთვის და არა მხოლოდ თქვენთვის, The Diary-იმ ფლირტის სხეულის ენა გაშიფრა. ამჯერად იმ ქმედებების სიას შემოგთავაზებთ, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მას თქვენ მოსწონხართ!

WHAT DO WOMEN DO?

ფლირტის ენა, სხეულის ენა, ფლირტის ნიშნები

1. ქალის ერთ-ერთი მთავარი იარაღი მისი თმაა. თუ ქალი თქვენთან საუბრისას თმას ხშირად ეხება, ყურს უკან იწევს, ან ხელის ნაზი მოძრაობით ყრის მხარს მიღმა, ის რაღაცას განიშნებთ.

2. ქვევით მზერა და მცირეოდენი ღიმილი სრულიად საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ქალი ფლირტის თამაშში მოგყვებათ.

ფლირტი, სხეულის ენა, ფლირტის ნიშნები, ქალები

3. საუბრისას ხელით კონტაქტი სიახლოვის სურვილის მიმანიშნებელია (უწყინარი მხარზე ხელის დარტყმა არ ითვლება). თუ საუბრისას ქალი ხელით ხელზე გეხებათ, შესაძლოა ეს ჟესტიკულაციაზე მეტი იყოს.

4. ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური სხეულის ნაწილი კისერია, შესაბამისად თქვენთან კონტაქტის დროს კისრის გამოჩენა აუცილებლად უნდა გაგიხარდეთ. კისერზე მსუბუქი ხელის შეხება, თუ ყელსაბამის შესწორება ნამდვილად ფლირტის ნიშანია.

5. ფლირტის ნიშნები არა მხოლოდ სხეულზე, არამედ ქალის ხმაშიც უნდა ეძებოთ. თუ ქალი საუბრისას ხმის ტონალობას იცვლის (ხმას ანაზებს, ქვედა ტონალობაში გადადის), ის ამას თქვენთვის აკეთებს (ნუ დაიბნევით, ყვირილი უარის ნიშანია!).

WHAT DO MEN DO?

კაცები, ფლირტის ნიშნები, სხეულის ენა

1. ნამდვილი მამაკაცისთვის თქვენი თვალები “სულის სარკეა”, ამიტომ მას თვალებში ჩახედვის არ მოერიდება. შესაძლოა მის მზერაში მისი სურვილებიც კი ამოიკითხოთ.

2. ის აუცილებლად მოგიახლოვდებათ. ახლო დისტანცია მამაკაცისთვის ნამდვილი განაცხადია, რომლითაც ის თავის სურვილებს განდობთ (თქვენი ნებართვით, რა თქმა უნდა!)

კაცები, ფლირტი, სხეულის ენა

3. ისიც შეგეხებათ! საუბრისას მცირე ფიზიკური კონტაქტიც კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას მეტი სურს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მამაკაცი მხრებზე, წელზე, ან ხელზე გეხებათ.

4. ის ადგილს ყოველთვის თქვენს გვერდით აირჩევს. რესტორანში ხართ, მანქანაში, თუ პარკში, მისთვის ყველაზე კომფორტული თქვენს გვერდით ჯდომა იქნება.

კაცების ფლირტი, სხეულის ენა

5. დააკვირდით მამაკაცის ცხვირის ნესტოებს! იმისთვის არა, რომ ნაკლი უპოვოთ! მისი სუნთქვის სიხშირე აუცილებლად გეტყვით, რამდენად დაინტერესებულია თქვენით. ნესტოების გაფართოვება კი იმას ნიშნავს, რომ მისი სუნთქვა აჩქარდა.

6. მამაკაცი საკუთარ თმას გაცილებით იშვიათად ეხება ვიდრე ქალი, თუმცა თუ ის საუბრისას საკუთარ თმას რამდენჯერმე შეეხო, ე.ი. სურს, რომ მის თმას თქვენ შეეხოთ.

ზევით