#კულტურა #ცნობილები #კინო

ფრანგული კინოს მშვენება იუბილარია - 10 ესთეტიკური ფილმი ჯულიეტ ბინოშის შესრულებით

გაზიარება:

ოსკაროსანი ფრანგი კინომსახიობი და მხატვარი ჯულიეტ ბინოში დღეს იუბილარია, მშვენიერ ქალს 57 წელი შეუსრულდა. 1964 წელს ჯულიეტი, სკულპტორი მამისა და მსახიობი დედის ოჯახში დაიბადა, გამომდინარე აქედან ხელოვნების სამყაროს პატარა ასაკიდან ეზიარა და შეიყვარა კიდეც. მომავალ პროფესიაზე ჯულიეტს ბევრი არ უფიქრია და დედის გზას გაჰყვა. 15 წლისამ სამსახიობო ხელოვნების სწავლა დაიწყო, პარიზის პრესტიჟულ კონსერვატორიაში და კერძო გაკვეთილებს თავად ვერა გრეგისგან იღებდა.

1980-იანი წლების დასაწყისში ჯულიეტ ბინოში პირველად ეზიარა კინოსამყაროს ჯადოსნურ გარემოს და ეპიზოდური როლი შეასრულა რამდენიმე ფილმში, თუმცა პირველი წარმატებული გამოსვლა და შესაძლოა ითქვას დიდი სადებიუტო როლიც ცნობილი რეჟისორის ჟან ლუკ გოდარის ფილმში Hail Mary-ში შედგა. მერის როლმა, რომელიც რეჟისორმა სპეციალურად მისთვის შექმნა, ჯულიეტს სახალხო აღიარება და არა ერთი პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

დიდ ეკრანზე წარმატებულ გამოჩენას, კიდევ უფრო წარმატებული კინოროლები მოჰყვა, მალე ჯულიეტ ბინოში არა მხოლოდ ფრანგული კინოს, არამედ საერთაშორისო კინოსამყაროს სახედ იქცა. გოგონა მეტყველი თვალებით, დასამახსოვრებელი გარეგნობითა და ეკრანზე უბადლო შესრულების მანერით მალევე იქცა ყველაზე მოთხოვნად და ამავდროულად მაღალანაზღაურებად მსახიობად. 

ფრანგული კინოს მშვენების ფილმოგრაფია 50-ზე მეტ კინოროლსა და არა ერთ პრესტიჟულ ჯილდოს მოიაზრებს, თუმცა წარმატებული სამსახიობო კარიერის გარდა, ჯულიეტ ბინოშმა საკუთარი თავი ხელოვნების კიდევ ერთ სფეროს მხატვრობას დაუკავშირა და ამ ინდუსტრიაშიც არანაკლებ პოპულარული აღმოჩნდა. 

10. Clouds of Sils Maria (2014)

9. Certified Copy (2010)

8. Dan in Real Life (2007)

7. Rendez-vous (1985)

6. The Unbearable Lightness of Being (1988)

5. Damage (1992)

4. Code Unknown (2000)

3. The English Patient (1996)

2. Caché (2005)

1. Three Colors: Blue (1993)

ზევით