#მოდა

გაიცანით შონ მაკგირი Alexander McQueen-ის ახალი კრეატიული დირექტორი

გაზიარება:

Alexander McQueen-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ემოციური კოლექციის წარდგენიდან და სარა ბარტონის დამშვიდობებიდან რამდენიმე დღეში, მოდის სახლმა ახალი კრეატიული ხელმძღვანელი, შონ მაკგირი დაასახელა.

„მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან შონ მაკგირი მოდის სახლის კრეატიული დირექტორია“, - განაცხადა ჯანფილიპო ტესტამ, Alexander McQueen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „გამოცდილებით, პიროვნულობითა და შემოქმედებითი ენერგიით, ის Alexander McQueen-ს უნიკალურ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, მძლავრ შემოქმედებით ძალას მოუტანს“.

დუბლინში დაბადებულმა მაკგირმა Central Saint Martins-ის უნივერსიტეტი 2014 წელს დაამთავრა და მოდაში ხელოვნების მაგისტრის წოდება მიიღო. მას საკმაოდ შთამბეჭდავი რეზიუმე აქვს: შონმა თავისი კარიერა Burberry-სა და Vogue Hommes Japan-ში ასისტენტობით დაიწყო და კრისტოფ ლემერთან Uniqlo-ს კრეატიულ ოფისებში, ტოკიოსა და პარიზში . სანამ, მაკგირი JW Anderson-ში დაიწყებდა მუშაობას, ის გახლდათ ქალთა დიზაინერი Dries Van Noten-ისთვის ანტვერპენში.

„Alexander McQueen არის სახლი, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და დარწმუნებული ვართ, რომ შონ მაკგირი შეძლებს თავისი მოგზაურობის გაგრძელებას ახალი შემოქმედებითი იმპულსით. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ უნიკალური ბრენდის ისტორიაში ამ ახალი თავის დაწყებას“, - თქვა ფრანსუაზმა. 

საიდუმლო არავისთვისაა, რომ თავისი 26 წლიანი მოღვაწეობით, სარა ბარტონმა შეძლო და Alexander McQueen-ში წარმოუდგენლად მაღალი თამასა დააწესა. შონ მაკგირს საკმაოდ საპასუხისმგებლო მემკვიდრეობა ხვდა წილად. ახალგაზრდა დიზაინერს Alexander McQueen-ის კრეატიული დირექტორის პოზიციის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ჩვენთვის უცნობია, როდის გაიმართება შონის სადებიუტო შოუ, თუმცა მოდის სამყარო რომ დიდი იმედით ელოდება მის პირველ ჩვენებას და ალექსანდრ მაკქუინის მემკვიდრეობის გაგრძელებას, ეს ცხადია.

ზევით