გახდი საყვარელი ადამიანის სანტა!

gift guide

თუ საყვარელი ადამიანისთვის საახალწლო საჩუქარს ეძებთ, მოიფიქრეთ რაიმე ორიგინალური და ეცადეთ ადამიანს, ვისთვისაც საჩუქარს არჩევთ, თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოთ. 

იდეალური საჩუქრების სიის სათავეშია სამკაულები, პარფუმერია, კოსმეტიკა, თუმცა დარწმუნებული ვართ, არც ახალ ფეხსაცმელზეც არავინ იტყვის უარს.

eshvi

სამკაულები ქალების საუკეთესო საჩუქარია, მითუმეტეს, თუ კი ის ეშვი-ის კოლექციიდანაა. ეშვის სამკაულების საყიდლად, სითი მოლს ეწვიეთ ბრენდის POP UP მაღაზიაში ან ონლაინ www.eshvi.com

jo malone

არცერთი ქალი, არასდროს იტყვის უარს ახალ სუნამოზე. Jo Malone-ს მაღაზიაში, რომელიც ი.ჭავჭავაზის 47-ში მდებარეობს,  აუცილებლად იპოვით სასურველ პარფუმს. 

givenchyთვალის ჩრდილები ნებისმიერი ასაკის გოგოს გაუხარდება, თან მითუმეტეს თუ კი ის ლეგენდარული მოდის სახლის ბრენდისაა. GIVENCHY-ის თვალების ჩრდილის ნაკრები საკმაოდ დიდი არჩევანს მოიცავს და მისი ყიდვა LUTECIA-ს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ.

Tsikolia

თუ კი გადაწყვეტთ საახალწლო საჩუქრების სიაში საათი შეიტანოთ, მაშინ ის აუცილებლად ქართული ბრენდის იყოს! ჯერ ეს ერთი, ქართულ წარმოებას უწყობთ ხელს და მეორე, ხარისხით არ ჩამოუვარდება ცნობილ ბრენდებს. ციკოლიას საათების ფართო არჩევანი კი ARTTIME-ში აქვთ. 

ჯიპისი

სახის მოვლის საშუალებები არასოდეს არის ცოტა! შრატი, ბუსტერი, ღამის კრემი, დღის კრემი, ტონერი, მოკლედ აირჩიეთ რაც გინდათ და რამდენიც გინდათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ცოტა არასდროს არის! ჯიპისის სააფთიაქო ქსელი კი მუდმივად გვანებივრებს, საუკეთესოს სახისა თუ ტანის კანის მოვლის საშუალებებით. 

KIAთუ ვინმეს გონია, რომ ქალებს მანქანები ნაკლებად უყვართ, ძალიან ცდებით! ახალ წელს ახალი მანქანით, რა შეიძლება რომ უკეთესი იყოს! Kia Motors-ში, აღმაშენებლის ხეივანის 197-ში, აუცილებლად ამოარჩევთ თქვენთვის სასურველი მოდელისა და ფერის მანქანას.

ამ ყელსაბამს, ეშვის ფორმის დეტალი ამშვენებს. ეშვი - წარმატების მომტანი ავგაროზია. წარმატება - 2020 წლის შემდეგ, ყველა ჩვენთაგანს სჭირდება. ამ საჩუქრით ადამიანს არამხოლოდ აქსესუარს, არამედ წარმატებასაც ჩუქნით და მე რომ არჩევანის წინ ვიდგე, ნამდვილად ამ ყელსაბამს ავირჩევდი. 

mizon

კორეელები ევროპელებს ხშირად გვიხდიან ბოდიშს მათი სახის კანის გამო. კანი კი მათ, ნამდვილად შესაშური აქვთ. ლოკოკინას მუცინი ნებისმიერი ტიპის და ასაკის კანისთვის იდეალურია, ის კვებავს და ატენიანებს სახის კანს. ეს ჯადოსნური ნაკრები კი PSP-ში შეგიძლიათ შეიძინოთ.

Samsung

რა თქმა უნდა ახალი წელი ახალი სატელეფონო ზარებით უნდა დაიწყო. და ახალი სატელეფონი ზარი სად შემოვა თუ არა ახალ ტელეფონში. კაცობრიობის ყველაზე SMART ტელეფონების შექმნლებისგან - SAMSUNG Galaxy Note 20, შეგიძლიათ ZOOMER-ში ანდ ALTA-ში შეიძინოთ, თან გარანტიით. 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სახის კანის მოვლის საშუალებები არასდროს არის ზედმეტი! ეს ჯადოსნური ნივთი კი, რომელიც იდეალური სახისა და ტანის კანის პანაცეაა, შეგიძლიათ საკუთარ თავსაც აჩუქოთ! მისი შეძენა კი, MOREBEAUTY-ზე შეგიძლიათ. 

ზევით