#მოდა

გაზაფხულის 5 ფერი, რომელსაც ამ სეზონზე აუცილებლად მოვირგებთ

გაზიარება:

მათთვის ვისაც, ჰორიზონტების გაფართოება და ნეიტრალური ფერთა პალიტრიდან - ახალი გრადაციების აღმოჩენა განუზრახავს, გეტყვით, რომ გაზაფხული სავსეა ტენდენციური ფერებით, რომლებიც 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებებიდან ღრმად აღგვებეჭდა გონებაში და ექსპერიმენტებისკენ გვიბიძგა. 

წარმოგიდგენთ, გაზაფხულზე გაბატონებულ 5 ფერს, რომლებიც ყველაზე ხშირად ვიხილეთ მოდის ჩვენებებზე და რომლებსაც უდავოდ შევმატებთ ჩვენს გარდერობს.

1. ღია იასამნისფერი

შეუძლებელია ამ ფერისთვის ერთხელ მაინც მოგეკრა კოლექციაში თვალი და მისი მორგება არ გაგეფიქრებინა, იისფრის გრადაციები, ნაზი, დახვეწილი ფერები გვხვდება თითქმის ყველა სილუეტსა და აქსესუარში, მისი აღმოჩენა სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

2. მაგიური შავი

შავი, ტრენდული? - გეთანხმებით, შავი უფრო მარადიული კლასიკაა ვიდრე ტრენდი, მაგრამ მისი გავლენა ათწლეულებია წამითაც კი არ შემცირებულა მოდის სამყაროზე. თავით-ფეხებამდე total black ჩაცმულობა ყოველთვის იყო და იქნება ის არჩევანი, რომელიც თამამად უნდა გავაკეთოთ.

3. ლაიმის მწვანე

ზეთისხილისფერი მწვანის ბატონობის შემდეგ, ასპარეზზე უფრო ჭახჭახა, მრავლისმეტყველი მწვანე გამოჩნდა, რომელმაც სექტემბერში მიმდინარე მოდის კვირეულები ერთიანად მოიცვა და 2023 წლის ყველაზე პოპულარულ ტრენდებს შორის დაიდო ბინა.

4. ქათქათა თეთრი

შავის მსგავსად, შესაძლოა თეთრ ფერზეც გაგვიჩნდეს უარყოფის განცდა, ის ხომ ყოველთვის არსებობდა ჩვენს გარდერობში, რა შეიცვალა? - რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიზაინერებმა მიაკვლიეს გზას, თეთრი კიდევ უფრო ახალი და მიმზიდველი გაეხადათ, მათ მიაგნეს გრადაციების თამაშის მაგიას და გვიჩვენეს, თუ როგორ უნდა გვეცვას ეს ფერი გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე.

5. ზაფრანისფერი წითელი

თუ ლაიმისფერი მწვანე თქვენთვის არ არის, არსებობს კიდევ ერთი თამამი ფერი, რომელმაც 2023 წლის გაზაფხულის სეზონზე იჩინა თავი, ის ზაფრანისფერი წითელია. ძნელი იყო უახლეს კოლექციებში არ შეგვემჩნია წითლის ეს ნათელი ფერი, რომელიც შეგვხვდა თითქმის ყველგან კაბებში, კლასიკურ სილუეტებსა და ფეხსაცმელებში.

ზევით