როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
Prada-მ Adidas-თან კოლაბორაციით ახალი სპორტული ფეხსაცმელი A + P Luna Rossa 21 შექმნა, რომელიც პრადას ბენდის ნაოსნობის გუნდისთვის Luna Rossa Prada Pirelli შეიქმნა. პრადას სპორტსმენებს კი წილი ხვდა პირველს მოერგოთ ეს სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მასიურ გაყიდვაშიც, რა თქმა უნდა ჩაეშვება.
ფეხსაცმლის დიზაინზე ორი გიგანტი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო დიზაინის შთაგონების წყაროდ ნავი AC75 Luna Rossa იქცა. Prada-ს ნაოსნობის გუნდი უკვე ორი ათწლეულია იბრძვის მსოფლიოს უძველესი სპორტული თასისთვის America’s Cup.
ამ ორი ბრენდისთვის კოლაბორაციები სიახლე არ არის. Prada და Adidas ხშირად თანამშრომლობენ, ამ ზაფხულს, მათ გამოუშვეს განახლებული Superstar და ბოულინგის ჩანთა