#ცნობილები #სილამაზე

„გიყვარდეთ კანი, რომელშიც ცხოვრობთ“ - ბობი ბრაუნის სილამაზის რჩევები

გაზიარება:

„იმ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე, პატარა გოგოდან დიდ ქალად ვყალიბდებოდი, გავაცნობიერე, რომ ვერ შევძლებდი საკუთარ თავთან ჯანსაღი ურთიერთობის შექმნას, თუ კი მას მთელი თავისი დიდებულებითა და ნაკლით არ მივიღებდი“ - წერს, მოსფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ბობი ბრაუნი, თავის ახალ წიგნში.

შესაძლოა, ბობი ბრაუნის სილამაზის სამყარო მისი პროდუქციის გაყიდვაზე იყოს დაფუძნებული, თუმცა მას ჩვენთვის არასოდეს დაუმალავს, რომ ფიზიკურ აქტივობას, სწორ კვებასა და მაკიაჟს, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ კი ჩვენ საკუთარი თავები და ის კანი გვიყვარს, რომელშიც ვცხოვრობთ და თუ კი ეს უდიდესი ნაბიჯი უკვე გადადგმული გვაქვს, მაშინ ბობის რამდენიმე საინტერესო რჩევა აქვს ჩვენთვის.

„მე გამიმართლა, რადგან ყოველთვის კარგი სახის სკანი მქონდა. გენები, რომლებიც მშობლებისგან გხვდათ წილად, უდიდეს როლს თამაშობენ თქვენს სილამაზესა თუ დაბერების პროცესში. თუმცა დნმ საბოლოო განაჩენი სულაც არ არის. თუ კი კანის პრობლემები გაქვთ, როგორც ჩვენს უმრავლესობას, მათი გადაჭრის საშულებებეიც არსებობს.

შესაძლოა რამდენიმე პროდუქტის დატესტვა მოგიწიოთ მანამ, სანამ არ მიხვდებით რა უხდება თქვენი სახის კანს ყველაზე მეტად

ჩემი საიდუმლო იმაში იმალება, რომ მე ვიცი რითი ვკვებავ საკუთარ სხეულს და ეს მხოლოდ საჭმელს არ ეხება. მე ზუსტად ვიცი სახის საცხებითა თუ სხვა თავის მოვლის საშუალებებით რას ვაწვდი ჩემს სხეულს და რას უნდა ველოდე მისგან შედეგად.

არ მიყვარს სიტყვა რუტინა, თუმცა როდესაც საქმე ჩემი სახის კანის მოვლას ეხება - ამ პროცესს უბრალოდ ვაღმერთებ

სახის წმენდა

სახის კანისთვის სწორი დასაბანი საშუალების შერჩევა თქვენი კანის ტიპის მიხედვით შეგიძლიათ, აგრეთვე შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობასა და ინგრედიენტებს.

Caption
 

 TRIXERA NUTRITION NUTRI-FLUID LOTION

ყიდვა

არ გამოიყენოთ ზედმეტი ძალისხმევა

არ აქვს მნიშვნელობა აბაზანაში იმყოფებით თუ უბრალოდ მარტივ რიტუალს ატარებთ, სახის კანზე ზედმეტი დაწოლა, მის გაღიზიანებას აუცილებლად გამოიწვევს. მოეპყარით თქვენს კანს რაც შეიძლება ნაზად და სასურველ შედეგს ყოველთვის მიაღწევთ.

დატენიანება

ეს საფეხური, კანის მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ხშირად ფიქრობენ, რომ კანის დატენიანება მხოლოდ მშრალი ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ეს ასე არ არის, ცხიმიან კანს არა ნაკლებად ესაჭიროება დატენიანება.

Caption
 

TOLÉRANCE EXTRÊME CREAM

ყიდვა 

შეარჩიეთ თქვენი სახის კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი საცხი, სასურველია დილის რიტუალში SPF-იანი დამატენიანებლის გამოყენება, საღამოს კი ჩვეულებრივი საცხის.

Caption
 

HYDRANCE UV-LIGHT HYDRATING EMULSION SPF30

ყიდვა 

ზევით