გრანდიოზული ქორწილი თეთრ სახლში: ნაომი ბაიდენი Ralph Lauren-ის კაბაში დაქორწინდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის ცერემონიაზე Ralph Lauren-ის კოსტიუმი ჩაიცვა, მოდის სახლი თეთრი სახლის კედლებს კვლავ დაუბრუნდა, ამჯერად დიდებული საქორწინოო კაბით.

19 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი შვილიშვილი ნაომი ბაიდენი და პიტერ ნილი თეთრ სახლში დაქორწინდნენ. ცერემონიაზე 250 სტუმარი იყო მიწვეული, „ნამდვილი ბედნიერება იყო იმის ნახვა თუ როგორ იზრდებოდა ნაომი, როგორ აღმოაჩინა მან თავისი პიროვნება და როგორ აიწყო წარმოუდგენელი ცხოვრება თავისთვის” - განაცხადეს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ. „ახლა, ჩვენ სიამაყით ვივსებით, როცა ვხედავთ, რომ მან ქმრად პიტერი აირჩია, ჩვენთვის პატივია მივესალმოთ მას ჩვენს ოჯახში. ვუსურვებთ მათ ღიმილით სავსე დღეებს და სიყვარულს, რომელიც ყოველწლიურად უფრო ღრმავდება”.

„როგორც ყველა პატარა გოგოს, მეც მქონდა სრულყოფილი კაბა წარმოდგენილი - ეს გრეის კელის კაბა იყო” - ამბობს ნაომი.

პატარძალმა გრეის კელის საპატარძლო კაბის შთაგონებით შექმნილი Ralph Lauren-ის კაბა მოირგო და ცხოვრების სიყვარულთან შესახვედრად გაემართა. ქორწილის ორგანიზება ბრაიან რაფანელის დაევალა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ქორწილის ორგანიზატორს. ბრაინმა იდეალურად გაართვა თავი ყველაზე მნიშვნელოვან დავალებას - დიდებული ცერემონიის შესახებ ყოველი დეტალი უშუალოდ მის დაწყებამდე, გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. ნაომისა და პიტერის ქორწილი, თეთრი სახლის კედლებში გამართული, რიგით მე-19 ცერემონია გახლდათ.

ბრაიან რაფანელთან ერთად ქორწილის თითოეული დეტალის ორგანიზებაში ნაომი აქტიურად იყო ჩართული, მას ჰქონდა ზუსტი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მაგიური დღის შექმნა სურდა საკუთარი თავისთვის და მეორე ნახევრისთვის და მის განსახორციელებლად ძალები არ დაიშურა.

ნაომი პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის, ჰანტერისა და მისი ყოფილი მეუღლის კეტლინ ბუჰლის ქალიშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, პატარძალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბაბუის პოლიტიკურ კარიერაში. 2019 წელს მან დარეკა ოჯახურ შეხვედრაზე, სადაც მან, მისმა ორმა დამ და ბიძაშვილებმა ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. პიტერი, რომელიც მუშაობს ჯორჯთაუნის სამართლის ცენტრში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე პოლიტიკურად აქტიურია. ახალდაქორწინებულები საერთო მეგობარმა ერთმანეთს 2018 წელს გააცნო, პირველი პაემანი ორივესთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ზევით