როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
2021 წელს Chanel-ის მოდის სახლისთვის ახალი ეპოქა იწყება. მონაკოს სამეფო ოჯახის წევრი, 34 წლის პრინცესა შარლოტა კაზირაგი მაღალი მოდის ფრანგულ სახლს შეურთდა, როგორც ბრენდ-ამბასადორი.
პრინცესა კაზირაგი ბრენდის Prêt-à-Porter გაზაფხული-ზაფხული 2021 კოლექციის სარეკლამო კამპანიის სახე იქნება. ასევე შარლოტას ჩართულობით დაგეგმილია პროექტი Les Rendez - vous littéraires rue Cambon - ლიტერატურული შეხვედრები კამბონის ქუჩაზე, რომელიც გაბრიელ შანელისა და კარლ ლაგერფელდის ლიტერატურისადმი სიყვარულს ასახავს. მთელი 2021 წლის განმავლობაში თემატური ღონისძიებები დაიგეგმება, სადაც ცნობილი მწერლები და მსახიობები, ბრენდის მეგობრების გარემოცვაში წაიკითხავენ, განიხილავენ და გაუზიარებენ მსმენელებს საკუთარ ნაწარმოებებს, თანამედროვე მწერლების ნამუშევრებს.
მე არ ვიქნები მხოლოდ მუზა
პირველი ლიტერატურული შეხვედრა 2021 წლის 26 იანვარს გაიმართება, კამბონის ქ.31-ში, ხოლო სარეკლამო Prêt-à-Porter გზაფხული-ზაფხული 2021 კამპანია შარლოტა კაზირაგის მონაწილეობით 1 იანვარს გაეშვება.
Chanel-მა შარლოტას ოჯახში გაწევრიანების ფაქტი, მოკლემეტრაჟიანი ფილმით აღნიშნა. ვიდეოში პრინცესა Chanel-თან დაკავშირებულ სასიამოვნო მოგონებებს გვიზიარებს.
.