#სილამაზე

გუა შა, თუ სახის Roller? - რითი ვებრძოლოთ სახის კანის დაბერებას

გაზიარება:

გუა შა, თუ სახის როლერი? საკითხავი, აი ეს არის! სახის მასაჟის ეს ორი ხელსაწყო სილამაზის სფეროს ნამდვილი აღმოჩენაა, თუმცა ბევრი მათ შორის განსხვავებას ვერ ხვდება. ამიტომ, შევეცდებით Tik-Tok-ზე გაჰიტებულ გუა შას ქვასა და უკვე ტრადიციულ სახის ე.წ. როლერს შორის მთავარი სხვაობა დაგანახვოთ.

გუა შა და სახის როლერი, სახის ქვა, განსხვავება, სახის გაახალგაზრდავება

ორივე მოწყობილობა თითქმის ერთსა და იმავე შედეგს გვაძლევს: ისინი ხელს სახის კონტურის გამოყვანას, კანში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და კანის აჭიმვას უწყობენ ხელს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი დრომდე მიდის. მაშ, ასე, რომელი მათგანი მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე უფრო მალე?

გუა შას და სახის როლერის დადებითი მხარეები:

1. აუმჯობესებს კანის ფუნქციონირებას შიგნიდან;

2. საუკეთესო საშუალებებია კანის დაბერების თავიდან ასაცილებლად და წვრილ ნაოჭებთან საბრძოლველად;

3. ხელს უწყობს ლიმფო-დრენაჟს;

4. ხელს უწყობს სისხლის მიწოდებასა და ცირკულაციას;

5. არბილებს და ამშვიდებს კანს;

6. დეტოქსიკაციის შედეგად კანიდან გამოიდევნება ტოქსიკური სითხეები.

 

Face Rolls დადებითი მხარეები:

face roll, სახის ქვა, გუა შა

1. არის მარტივი გამოსაყენებელი;

2. პროცედურის ჩასატარებლად სულ რამდენიმე წუთია საჭირო;

3. ამცირებს ანთებითი პროცესების გაჩენის საშიშროებას; 

4. გამოიყენება სახის ნიღბებთან ერთად მეტი ეფექტურობისთვის.

 

Gua Sha-ს ქვის დადებითი მხარეები:

გუა შა, სახის ქვა, გუა შას ქვა

1. კანზე აქვს უფრო ღრმა ეფექტი, ვიდრე სახის როლერებს;

2. საუკეთესო საშუალებაა სახის ე.წ. კონტურინგისთვის;

3. სჭირდება უფრო დიდი დრო, ვიდრე როლერს, მაგრამ შედეგი გაცილებით თვალშისაცემი იქნება;

4. ხსნის სახის კუნთების დაჭიმულობას.

სახის როლერი, ყიდვა, ლითონის როლერი

FACIAL ROLLER - STAINLESS STEEL

 

ყიდვა

 

გუა შას ქვა, ყიდვა, სახის გაახალგაზრდავება

UPLIFTING GUA SHA HEART

ზევით