GUCCI-მ მცენარეული ნედლეულისგან დამზადებული HORSEBIT 1955 ჩანთის თანამედროვე მოდელი წარადგინა

Gucci-მ თავისი საკულტო Horsebit 1955 ჩანთით, ეთიკური მომავლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. კიდევ უფრო ამაღელვებელი, ის არის, რომ ახალ კამპანიაში მოდის სახლი ბილი აილიშთან გაერთიანდა, სენსაციურ მუსიკოსთან, რომელიც ცნობილია პოზიციების თამამად დაფიქსირებით, როდესაც საქმე მდგრად მოდას, თუ ცხოველების უფლებებს ეხება.

იტალიურმა მოდის სახლმა, Horsebit 1955-ის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ტექნიკური ინოვაციებისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმით, მცენარეული მასალისგან დამზადებული ჩანთები ასიმეტრიულ სილუეტში წარმოგვიდგინა.

ცხადია, ამ კოლაბორაციის გამორჩეული მახასიათებელია დემეტრა - ცხოველური ნაწარმისგან თავისუფალი ქსოვილი, რომელიც მოდის სახლმა პირველად გამოიყენა. დემეტრა 75% მცენარეული ნედლეულისგან შედგება, რომელიც ამავდროულად შექმნილია ისეთი განახლებადი წყაროებისგან, როგორებიცაა: ვისკოზა, ხის რბილობი და ბიო პოლიურეთანი. ქსოვილმა, წარმატებით გაიარა წარმოების ორწლიანი პროცესი და Gucci-ს კამპანიაში გამოჩენით, მოდის სახლის ეკო ცნობიერებისადმი ერთგულებას გაუსვა ხაზი. 

„Horsebit 1955 - ეს არის Gucci-ის პირველი ჩანთა, რომელიც დემეტრას გამოყენებით შეიქმნა. ის სრულად ასახავს Gucci-ის წინდახედულ მიდგომას, რომლის თანახმადაც, ტრადიციული ოსტატობა მხარს უჭერს ტრანსფორმაციას უფრო ეთიკური მომავლისკენ“, - განაცხადა Gucci-ს წარმომადგენელმა.

„75 პროცენტით მცენარეული ნედლეულის წყაროებისგან დამზადებული, დემეტრა არის Gucci-ს ტექნიკოსებისა და ოსტატების ორწლიანი კვლევის კულმინაცია ის 2021 წლიდან, იტალიაში, Gucci-ს ქარხანაში, იწარმოება“.

გამოცდილი იტალიელი ოსტატების მიერ შექმნილი ჩანთა გამორჩეულად დახვეწილია. Billie Eilish x Gucci Horsebit 1955-ის ჩანთების კოლაბორაცია ორ განსხვავებულ ფერშია წარმოდგენილი: ასიმეტრიულ ჩანთებს შავი ტყავის ეფექტსა და ყავისფერ მონოგრამში შევხვდებით. საკულტო Horsebit-ის განახლებულ მოდელში დემეტრას გარდა ვხვდებით მეტალის დეტალებს, რომლებიც დაფარულია რეციკლირებული პალადიუმით.

დემეტრას ქსოვილით დამზადებული Gucci Horsebit 1955 ჩანთები მალე იქნება ხელმისაწვდომი როგორც ონლაინ, ასევე Gucci-ს მაღაზიებში.

ზევით