სან დიეგოში Salk Institute-ის თვალწარმტაც შენობაში, მატილდა გვარლიანის მიერ Louis Vuitton-ის ახალი კრუიზ კოლექციის წარდგენის შემდეგ, გასულ ღამეს იტალიაში, პულიაში Gucci Resort 2023-ის ჩვენებაში ახალგაზრდა ქართველმა მოდელმა, ეთო მიგრიაულმა მიიღო მონაწილეობა.
Gucci Resort 2023-ის „კოსმოგონიის“ ჩვენება ალესანდრო მიკელემ მე-13 საუკუნის ციხესიმაგრეში გამართა, რომელიც ერთგვარი ოდა იყო მიძღვნილი გერმანელი ფილოსოფოსის ვალტერ ბენჯამინისთვის. „კავშირების განათების ასეთი არაჩვეულებრივი უნარი, რომელიც სხვაგვარად უხილავი იქნებოდა, ბენჯამინს აზროვნების პარადიგმატულ ფიგურად აქცევს“ - წერდა დიზაინერი. „ტერმინი, რომელსაც ის ფილოსოფიურ კონცეფციად აქცევს. ის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს ატომიზებული და გაფანტული, როგორც ცაში ვარსკვლავები, ბენჟამინის ხედვით ხდება ერთობლიობა“.
და სწორედ ასე, თანავარსკვლავედების რუკებით განათებულ უძველეს ციხესიმაგრეში, სავსე მთვარის ქვეშ, ჯადოსნური მითების ადგილას, ალესანდრო მიკელემ ახალი კოლექცია წარადგინა. კრუიზ ჩვენება გამჭვირვალე, ცქრიალა კაბით, ხელოვნური ბეწვის ქურთუკთან ერთად, გაიხსნა, რასაც მოჰყვა გამორჩეული აქსესუარები, მათ შორის მაქმანებიანი მაღალი ჩექმები, ფერადი ქუდები და წითელ შეფერილობის სათვალეები. Gucci-ს კრეატიული ხელმძღვანელის სილუეტებს გამჭვირვალე ელფერი აერთიანებდათ, თითოეული მათგანი გამორჩეული და ორიგინალური ხედვით იყო შექმნილი.
Gucci Resort 2023-ის „კოსმოგონიურმა“ კოლექციამ სულ 101 ლუქი გააერთიანა
ლუსი ჰეილის Joyroad: უდარდელი ვესტერნული შეგრძნებები - Weekend Max Mara-ს ახალი Signature კოლექცია 2024-25 წლების შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის ამერიკელ მსახიობთან თანამშრომლობით შეიქმნა. მასში ბუნების წიაღში საგზაო მოგზაურობასთან დაკავშირებული თავისუფალი სულისკვეთება არის არეკლილი.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.