GUCCI & THE NORTH FACE ბუნების სიყვარულმა გააერთიანა

ucci & North face

ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის სიახლე გვაქვს. ორი, უდიდესი ისტორიის მქონე ბრენდი Gucci და The North Face გაერთიანდა და კემპინგის მოყვარულებისთვის სპეციალური კოლექცია შექმნა. კოლაბორაცია არა მხოლოდ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მოიცავს, არამედ ბუნებაში მოგზაურობისთვის ისეთ აუცილებელ აქსესუარებს, როგორიცაა საძილე ტომარა და ტენტი. 

 

Gucci-ს კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე გარემოს განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. მაისში ბრენდმა ასევე Off The Grid კაფსულა შექმნა, რომელიც შედგება გადამუშავებული, ორგანული, ბიო და მდგრადი ქსოვილებისგან. კოლექციის სარეკლამო კამპანიაში დევიდ როტშილდია ჩართული, რომელიც ცნობილია ბუნებაზე განსაკუთრებული ზრუნვით. 

 

იტალიური მოდის სახლი Gucci, რომელიც ექსტრავაგანტული და პომპეზური მოდის ჩვენებებით გამოირჩევა, პანდემიის გამო სოციალურ პასუხიმსგებლობას იღებს და  დღის წესრიგიდან სამუდამოდ ხსნის მოდურ ჩვენებებს. გამონაკლისია მილანის მოდის კვირეული, სადაც ბრენდი გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს, წელიწადში ორჯერ წარადგენს,  მაგრამ ცალკე მამაკაცის ტანსაცმლის, კრუიზ კოლექციისა და pre-fall ჩვენებები აღარ დაიგეგმება და არც ბრენდის სხავდასხვა პომპეზური შოუები გაიმართება.

ზევით