#ცნობილები #სილამაზე

გვინეტ პელტროუს თავის მოვლის რუტინა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა

გაზიარება:

ცნობილი, გავლენიანი დასავლური გამოცემები ხშირად გვიზიარებენ ცნობილი ადამიანების დღისა და ღამის რუტინებს, რომელსაც ყველანი დიდი სიამოვნებით ვადევნებთ თვალს. პირველ ყოვლისა, ამ სახის ვიდეომასალა სხვადასხვა პროდუქტის მიმართ ცნობიერების ამაღლებას და განსხვავებული თავის მოვლის რიტუალის ჩვენებას ემსახურება, რაც იმავდროულად ინფორმაციული ხასიათის მატარებელი უნდა იყოს.

რასაკვირველია, მსგავს რუბრიკაში მონაწილეობა უდიდეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, მილიონიანი მაყურებელი ხომ ცდილობს ცნობილი ადამიანებისგან რაიმე ახალი ისწავლოს, მსოფლიოს წამყვანი დერმატოლოგები კი შეცდომებს არავის პატიობენ, მათ შორის არც გვინეტ პელტროუს.

რამდენიმე დღის წინ, Vogue-მა 48 წლის მსახიობის, გვინეტ პელტროულს თავის მოვლის რუტინა გაგვიზიარა, რომელსაც საკმაოდ ხმაურიანი კრიტიკა მოჰყვა. თუ კი ამ დრომდე, დერმატოლოგები, მოყვარულები და თავის მოვლის გურუები, ცნობილებს ძვირადღირებულ და ხშირად წარმოუდგენლად მრავალსაფეხურიან რიტუალებს პატიოდბნენ, დეზინფორმაცია და მაყურებლის შეცდომაში შეყვანა უკიდურესი საფეხური აღმოჩნდა ყველასთვის.

სიტუაციაში რომ მარტივად გაერკვეთ, გეტყვით რაშია საქმე: განსაკუთრებული კრიტიკა არა გვინეტის 900 დოლარიანმა რუტინამ, არამედ მისმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მზისგან დამცავებთან დაკავშირებით - „SPF-ის დატანა იმ ადგილებში მიყვარს, სადაც მზე ყველაზე მეტად ხვდება ჩემს სახეს“ - განაცხადა მსახიობმა და მზისგან დამცავი მხოლოს ცხვირსა და სახის სხვა ნაწილებზე დაიტანა.

ვიდეორუტინის გამოსვლისთანავე კანის მოვლის ექსპერტებმა საკუთარი უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატეს, ნიუ-იორკელმა დერმატოლოგმა ექიმმა შერენომ გვინეტის SPF-ის გამოყენება ჰაილაითერის სახეზე დატანას შეადარა, რენე როულაეუმ კი დაწერა, რომ პელტროუს მიერ მზისგან დამცავის გამოყენება სრულიად უსარგებლოა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს გავლენიანი დერმატოლოგები დაახლოებით 1 ჩაის კოვზი მზისგან დამცავის გამოყენებას გვირჩევენ, თუმცა რაოდენობის სწორად განსაზღვრისთვის უმჯობესი იქნება თუ კი SPF-ს 3 თითზე ვერტიკალურად დავიტანთ და სახეზე, ყურებსა და ყელზე თანაბრად გადავინაწილებთ.

ზევით