#ცნობილები #მოდა

გაბრიელა დე ჟივანში Haute Couture კაბით კაპრის ნაპირზე დაქორწინდა

გაზიარება:

Givenchy-ს ოჯახის მემკვიდრე, იუბერ დე ჟივანშის შვილთაშვილი, მოდის სახლის მსოფლიო ელჩი, მოდის რედაქტორი და ახლა უკვე სამკაულების შემქმნელი გაბრიელა დე ჟივანში დაქორწინდა, მისი რჩეული უგო დე მალმანია. წყვილი ჯერ კიდევ 2019 წელს დაინიშნა, თუმცა მსოფლიო პანდემიის ფონზე დიდი დღის ზეიმი ორჯერ გადადო. ახლა გაბრიელას და უგოს შესაძლებლობა მიეცათ დიდი ხნის ნანატრი დღე რეალობად ექციათ და ერთმანეთისთვის დაუვიწყარი წუთები ეჩუქებინათ.

საქორწინო ცერემონიის ლოკაციად იტალიის ზღაპრული ნახევარკუნძულის - კაპრის ნაპირი შეარჩიეს, უკეთესი ადგილი უბრალოდ წარმოუდგენელია, არა? სადედოფლო კაბად მოდის სახლ Givenchy-ს დიდებული ქმნილება შეირჩა, მაქმანებითა და ჯადოსნური ვუალათი. გაბრიელასა და უგოს მაგიური დღე ლამაზი ჰოლივუდური ფილმის კადრებს მოგაგონებთ, თუმცა ის ბევრად მომაჯადოებელი გახლდათ.

მარადიული სიყვარულის და ერთგულების ფიცის გაცვლის შემდეგ, გაბრიელამ და უგომ დღის აღნიშვნა ოჯახის წევრებთან და უახლოეს ადამიანებთან ერთად განაგრძეს. საქორწინო ვახშამი, რომლის დეკორიც ლიმონებისა და მკვეთრი ვარდისფერი ხელსახოცებისგან შედგებოდა, ღია ცის ქვეშ, პირდაპირ ზღვის ნაპირთან გაიმართა და ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, რომ როგორც წყვილმა, ასევე მათი ბედნიერების დამსწრე სტუმრებმა უბრალოდ დაუვიწყარი დრო ატარეს.

ზევით