ჰელოუინის საშიში ღამეები კოქტეილ ბარ ალკო ჰოლში #HALLOWEEN

გაზიარება:

უკვე მოიფიქრეთ სად გაატარებთ ჰელოუინის ან პრეჰელოუინის თემატურ ღამეებს? თუ ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხართ მაშინ ყველაზე საშიში ღამისთვის შესაფერისი ლოკაცია გვეგულება. კოქტეილ ბარ ალკო ჰოლი, რომელსაც ჩვენი მკითხველი ჭიქა კოქტეილზე, მეგობრების თავშეყრისთვი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იცნობს თბილისში, 31 ოქტომბრის მოახლოებისთანავე თემატურად გარდაისახება და ჰელოუინის არა ერთ, არამედ 2 საღამოს უმასპინძლებს.

მაგიური ღამის მენიუდ ორივე შემთვევაში ალკო ჰოლი გემრიელ კერძებს, სასიამოვნო სასმელსა და შესანიშნავ გარემოს გვისახელებს, რიგით პირველი ღონისძიება დღეს, 29 ოქტომებრს, ღვინის ქარხანაში გაიმართება. 20:00-დან ალკო ჰოლის სტუმრებს მუსიკის, სასმლისა და make up არტისტის თანხლებით უმასპინძლებს.

30 ოქტომბერს შეხვედრის დრო უცვლელია, რაც შეეხება შეხვედრის ადგილს, კოქტეილ ბარი ალკო ჰოლი ჰელოუინის მაგიურ ღამეს მოსაშვილის N11 ნომერში გამართავს და ისეთივე ჯადოსნურ დღესასწაულს ჰპირდება, როგორც წინა დღეს.

უქმე დღეებისთვის საჰელოუინე განწყობის და დღესასწაულის გადმოტანა, საშუალებას მისცემს ყველა სტუმარს შაბათ-კვირა უდარდელად გაატარონ.

მრავალფუნქციური სივრცე საკუთარ თავში აერთიანებს როგორც ალკოჰოლის ფართო ასორტიმენტის მაღაზიას, ასევე ბარს, ალკო ჰოლის სივრცეში იმართება მუსიკალური ღონისძიებები, სხვადასხვა საქმიანი პრეზენტაცია, ახალი ღვინოს წარდგენა და მრავალი სხვა. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ერთი მხრივ დავაგემოვნოთ ბარმენების მიერ მომზადებული უგემრიელესი კოქტეილები, ან თავად მივიღოთ ახალი გამოცდილება და საკუთარი ხელით მოვამზადოთ სასმელი.

ზევით