როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ამ წუთას რომ ადგეთ და საკუთარი კარადა გამოაღოთ, H&M-ის ერთი-ორ ნივთს თვალს აუცილებლად მოკრავთ. ამას საფუძვლიანი მიზეზი აქვს. შვედური მწარმოებლის გამორჩეული და ინოვაციური მიდგომები მის მსოფლიო პოპულარობაზე პირდაპირ აისახება. უკვე დიდი ხანია, რაც ბრენდმა ორიენტირი ორგანული და გადამუშავებული მოდის მიმართულებით აიღო, 2021 წლის გაზაფხულისთვის კი სრულად ორგანული და გადამუშავებული, ნატურალური ქსოვილებით შექმნილი კოლექცია შემოგვთავაზა.
ორგანული და გადამუშავებული ბამბისგან, ორგანული ტილოსა და სრულიად ინოვაციური მასალისგან - AgraLoop BioFibre-გან შექმნილი სამოსი ბრენდის მაღაზიებში უკვე იყიდება. ახალი კოლექციის მხარდასაჭერი მსოფლიო კამპანიის სახეებად კი საქართველოში ანუკი არეშიძე, ნინუცა ორჯონიკიძე და ლუიზა ჩალათაშვილი გვევლინებიან.
მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მდგრადი მოდის განვითარებაზე უკვე 20 წელია მუშაობს. ბრენდის მიზანი მთლიანად წრიულ წარმოებაზე გადასვლა, წყლის, ენერგიისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოუყენებელი არც ერთი ნივთი არ დარჩება. საბოლოოდ სამოსი ახალი მასალის ნაცვლად , გადამუშავებული ქსოვილებისგან, ან აგრარული ნარჩენებისგან შეიქმნება.
H&M SPRING 2021
H&M SPRING 2021
H&M SPRING 2021
H&M SPRING 2021