#დეკორი

ვილა კომოს ტბაზე House of Gucci-დან Airbnb-ზე გაქირავდება

გაზიარება:

უკვე იხილეთ რიდკლი სკოტის ახალი ნამუშევარი House of Gucci, რომელიც იტალიური მოდის სახლის საგვარეულო დინასტიაზე მოგვითხრობს და დიდებული სამსახიობო გუნდით არის დაკომპლექტებული? - მაშინ წინ დიდი სიამოვნება გელით, რაც არა მხოლოდ ალ პაჩინოს, ადამ დრაივერის, ლედი გაგასა და ჯარედ ლეტოს უბადლო შესრულებაში, არამედ იმ გარემოშიც გამოიხატება, რომელიც რიდლი სკოტმა ფილმში წარმოგვიდგინა.

ერთ-ერთი თვალშისაცემი ლოკაცია და დიდებული სახლი House of Gucci-ში, ოჯახის უფროსს ალდო გუჩის ეკუთვნის. უზარმაზარი რეზიდენცია უმშვენიერეს კომოს ტბაზე მდებარეობს, ექსტერიერში მნიშვნელოვან როლს თამაშობს აყვავებული ბაღები და ულამაზესი ხედები ტბაზე, ინტერიერი კი ბაროკოს ფრესკებითა და ოქროს დეკორაციებით არის აღსავსე. ეს სახლი მაყურებლის გულს ნახვისთანავე იპყრობს, მისი დიდებულება, ექსტრავაგანტურობა და სიდიადე ხომ ასეთი შესახები და რეალურია.

ალდო გუჩის სახლი გადასაღებ მოედანზე აწყობილი უნაკლოდ შესრულებული პროექტი ნუ გეგონებათ, ეს ვილა იმაზე რეალურია ვიდრე წარმოვიდგენდით და მეტსაც გეტყვით, მისი დაქირავება Airbnb-ზე სრულიად შესაძლებელია.

მე-17 საუკუნით დათარიღებული ვილა ბალბიანოს კარი, რომელშიც ოდესღაც კარდინალი დურინი ცხოვრობდა და საცხოვრებლის კედლებში ხელოვნების უძვირფასეს ნიმუშებს უყრიდა თავს, მოდის, ხელოვნებისა და ისტორიის მოყვარულთათვის მარტში გაიღება, თუმცა წინასწარი ჯავშანი Airbnb-ზე დეკემბრის თვეში გამოჩნდება. ვილა ბალბიანო გახლავთ კულტურული აღორძინების ეპიცენტრი, მთელი თავისი ისტორიით, ელეგანტურობითა და დახვეწილობით, ანტიკვარული ნივთებით, ბროლის ჭაღებითა და მარმარილოს აბაზანებით, ეს სახლი მნახველის გულს აუცილებლად მოიგებს.

ზევით