#მოდა

IC Model Management-ის ორგანიზებით საქართველოში Elite Model Look Georgia-ს კონკურსი გაიმართება

გაზიარება:

სამოდელო სააგენტო IC Model Management-ი, საერთაშორისო სამოდელო კონკურსში Elite Model Look Georgia 2023 მონაწილეობის მისაღებად, გიწვევთ. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამოდელო კონკურსში მონაწილეთა შერჩევის პროცესი, ერთდროულად რამდნეიმე ქვეყანაში მიმდინარეობს.

სამოდელო სფეროთი დაინტერესებს გოგოებს და ბიჭებს, 14 წლიდან, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გახდნენ აღმოჩენა და გაემგზავრონ საერთაშორისო კონკურსზე.

კონკურსში რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ლინკს: https://linkin.bio/elitemodellook დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი ესტუმროთ Elite Model Look Georgia-ს ოფიციალურ გვერდს.

კონკურსის შედეგად აღმოჩენილ საერთაშორისო მოდელებს შორის არიან: ლინდა ევანჯელისტა, ჟიზელ ბუნდჰენი, კლაუდია შიფერი, ალესანდრა ამბროსიო და სხვები. საქართველოში, Elite Model Look Georgia-ს კონკურსი 2007 წლიდან მიმდინარეობს,  სწორედ კონკურსის საშუალებით გახდა ისეთი მოდელების აღმოჩენა შესაძლებელი, როგორებიც თათია ახალია, ქეთა ლომაძე და მარი გეჩუაშვილი არიან.

ზევით