I'm a Barbie girl - ელეონორა რუზველტი

დამოკიდებულებები იცვლება და იცვლება ბრენდების ხედვებიც. საკულტო თოჯინა Barbie, რომელიც 90-იანების გოგოებს გრძელფეხება, ცისფერთვალება, მოკლედ იდეალური გარეგნობის გოგონად გვევლინებოდა, 21-ე საუკუნეში იმიჯს იცვლის და ხან სტანდარტული გარეგნობის next door გოგოდ გვევლინება, ხან კი სათამაშოების მაღაზიებიდან ქალი ავსტრონავტის სახით გვიმზერს.

ელეონორა რუზველტი

ამ ჯერზე Barbie-მ მე-20 საუკუნის ქალი ლიდერის სახე მოირგო. ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ელეონორა რუზველტი ბარბის თოჯინების სერია Inspiring Women-ის ფარგლებში შეიქმნა. ელეონორა ერთადერთი პირველი ლედია, რომელიც ბარბის თოჯინად აქციეს.

მოხარული ვართ წარმოგიდინოთ ელეონორა რუზველტის ბარბი. აღსანიშნავია ყოფილი პირველი ლედის წვლილი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში 

„მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების სილამაზის სჯერათ” - ელეონორა რუზველტი

ელეონორა რუზველტი მე-20 საუკუნის ყველაზე პატივსაცემი ადამიანების ათეულშია შესული. ის იყო ჟურნალისტი, პუბლიცისტი, აშშ-ს ჟურნალისტთა გილდიის წევრი და პირადად მიიღო მონაწილეობა გაეროს შექმნაში. 1941 წელს ელეონორა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილედაც კი დაინიშნა. ელეონორა რუზველტი სიცოცხლის ბოლო წუთამდე აქტიურად იყო ჩართული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. 

პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა მას მსოფლიოს პირველი ლედი დამსახურებულად უწოდა. ელეონორას უდიდესი დამსახურება აქვს ადამიანის უფლებების დაცვაში არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ელენორა რუზველტი და ჯონ კენედი
ჯონ კენედის პრეზიდენტობის დროს თავმჯდომარეობდა ქალთა სტატუსის საკითხებში საპრეზიდენტო კომიტეტს 

ელეონორა რუზველტი მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ქალი იყო. ის პირველი იდგა მშვიდობის, რასობრივი სამართლიანობისა და სამოქალაქო უფლებების დასაცავად. მგრძნობიარე და საზრიანი პოლიტიკური მრჩეველი, ქალთა უფლებებისა და მათთვის თანასწორი ეკონომიკური შესაძლებლობების დაუღალავი დამცველი - აი ვინ იყო ელეონორა რუზველტი და თუ კი მან 21-ე საუკუნეშიც უნდა შთააგონოს გოგოები, მაშინ ბარბის სახით მისი ისტორიის მოყოლა, ალბათ სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო ბრენდის მხრიდან. 

რაც შეეხება თავად Barbie-ს, მანაც გრძელი გზა გამოიარა. პირველ ბარბის გრძელი და ქერა თმა ჰქონდა, ემოსა საცურაო კოსტიუმი და დიდი ცისფერი თვალებით გვიმზერდა მაღაზიების ვიტრინებიდან. თუმცა მას შემდეგ ბარბიმ სახე იცვალა, ის ხან ავსტრონავტი იყო, ხან კი სამოქალაქო აქტივისტი, ახლა კი ბარბი - პირველი ლედიც კი ვიხილეთ. 

barbie

ბარბის Inspiring Women სერია მოიცავს პოეტსა და სამოქალაქო აქტივისტს მაია ენჯელოუს, ქალ ასტრონავტს - სელი რაიდს, მომღერალს - ელა ფიცჯერალდს, უიმბლდონის რეკორდსმენს - ბილი ჯინ კინგს, სამოქალაქო აქტივისტს - ფლორენს ნაითინჯეილს, ქალთა უფლებებისათვის მებრძოლ აქტივისტს - სიუზენ ენტონის, პირველ პილოტ ქალს - ამელია ერჰარტს, აფრო-ამერიკელ სამოქალაქო უფლებების დამცვეელს - როზა პარქსს, მათემატიკოსს - კათრინ ჯონსონს და ფერმწერს - ფრიდა კალოს

ზევით